გასულ კვირას გაყიდვაში გამოსული სმარტ-დინამიკი Apple HomePod უკვე iFixit-ის სპეციალისტების ხელში მოხვდა. მათ დეტალურად შეისწავლეს სიახლე, რომ შეეფასებინათ მისი რემონტის შესაძლებლობა. ეს ძალიან აქტუალური საკითხია 349 დოალრიანი გაჯეტისთვის, რომელის გარანტიის გარეშე რემონტის ფასი 279 დოლარი გამოდის.

iFixit-ის თანამშრომლებს თავიდანვე გაუჭირდათ HomePod-ის დაშლა. დამცავი ბადის მოხსნა მისი დაზიანების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც პროდუქტისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება შეუძლებელია და რა თქმა უნდა ამით პრობლემები არ მთავრდება.

საბვუფერამდე მისაღწევად, რომლის ქვეშაც დედაპლატაა განთავსებული საჭიროა მოწყობილობის რკინის ხერხით გაჭრა. სპეციალისტების სიტყვებით რემონტის ინსტრუქციების გარეშე არც კი უნდა ეცადოთ მის შეკეთებას.

pWjYMJGuaJ6BBgEP.png

არის დადებითი მომენტებიც, რაც მოწყობილობის გამძლეობას შეეხებდა და გამტარ სტანდარტულ ხრახნებს, რითაც კაბელების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

Apple HomePod-მა 10-დან მხოლოდ 1 ბალი მიიღო შეკეთებადობის შკალაზე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here