Microsoft-მა წარმოადგინა Surface კომპიუტერების ახალი ხაზი და ახალი გაჯეტი – დიდი უსადენო ყურსასმენები Surface Headphones. მათ ამჯერად უარი თქვეს ღონისძიების ონალინ ტრანსალაციაზე და უბრალოდ ვიდეო რგოლები გამოაქვეყნეს. 

Surface Headphones

უსადენო ყურსასმენები უჩვეულო სიახლეა Microsoft-ისთვის. როგორც პრეზენტაციიდან ჩანს ის პირველ რიგში ოფისში სამუშაოდაა განკუთვნილი, რადგანაც მთელი ყურადღება ხმაურის ჩახშობაზეა გადატანილი.

Surface Headphones უცნაური მხის სიმაღლის და ხმაურის ჩახშობის კორნტროლი აქვს – საჭიროა მარჯვენა და მარცხენა ყურსასმენების დატრიალება. რა თქმა უნდა არის Cortana-ს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში არ   მუშაობს და ყურსასემენბი ავტომატურად აპაუზებს მუსიკას თუ მათ მოიხსნით თავიდან. Bluetooth-ზე ყურსასმენები 15 საათი მუშაობს და თუ კაბელსაც მიუერთებთ 50 საათი გაძლებს ჩართული ხმაურის ჩამხშობით. 

სიახლის ფასი 349$ იქნება და ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის შემოვა გაყიდვაში, თუმცა ეს წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.

Surface Pro 6

ახალი პლანშეი წინაორმბედისგან არ განსხვავდება, ეს იგივე პორტატული კომპიუტერია გამოსაშლელი სადგამით, რომელიც ნებისმიერ ზედაპირზე მარტივად იდგმება. იმისათვის, რომ ის ნოუთბუქად გადავაქციოთ საკმარისია Type Cover კლავიატურის ყიდვა. მას აქვს 12,3 დიუმიანი სენსორული ეკრანი Pixel Sense, მე-8 თაობის Intel-ის პროცესორები და 16 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება. ერთი დამუხტვით Surface Pro 6 13,5 საათამდე იმუშავებს.

ერთადერთი ცვლილება დიზაინში არის ის, რომ სერიაში შავი კორპუსის მქონე მოდელი დაემატა. Surface Pro 6-ის გაყიდვები 16 ოქტომბრიდან დაიწყება და მინიმალური Core i5 მოდელის ფასი 899$ იქნება.

Surface Laptop 2

შემდეგი თაობის ლეპტოპიც არ განსხვავდება წინა მოდელისგან გარდა შავი ფერის ვარიანტისა. მას 13,5 დიუმიანი ეკრანი აქვს 2256×1504 გარჩევადობით და Intel-ის ახალი პროცესორები. 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი SSD მეხსიერება, რომლის გაზრდაც 1 ტერაბაიტამდე არის შესაძლებელი. ნოუთბუქი ერთი დამუხტვით 14,5 საათს მუშაობს.

მისი ფასი არ შეცვლილა და საბაზისო მოდელის შეძენა 999 დოლარად იქნება შესაძლებელი.

Surface Studio 2

ახალი მონობლოკი იგივე 28 დიუმიანი დიაგონალის მქონე ეკრანით გამოვიდა, მაგრამ ახლა უკვე 38%-ით ნათელი და 22%-ით მეტი კონტრასტულობა აქვს. ეკრანი სტილუსით დაჭერის 4096 დონეს აღიქვამს და დახრილად ხატვის რეჟიმშიც მუშაობს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც Surface Studio 2-ის ეკრანი როგორც ჩვეულებრივი მონიტორივით ასევე მაგიდაზე დაშვებული პლანშეტის მდგომარეობაშიც  გადადის.

Surface Studio 2 ახალი გრაფიკულ ჩიპზე Nvidia Pascal-ზე გადავიდა. ხელმისაწვდომია 2 ტერაბაიტიანი SSD შიდა მეხსირება, თუმცა პროცესორები იგივე  მე-7 თაობის Intel Core i7 დარჩა.

უცნობია, როდის დაიწყება გაყიდვები მაგრამ ცნობილია მონობლოკის ფასი და მისი საბაზისო მოდელი 3499$ დაგიჯდებათ.



Большая презентация Microsoft Surface: представили новый планшет, ноутбук, моноблок и первые наушники

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here