AdDuplex-ის კვლევის თანახმად მომხმარებლების მხოლოდ 5,3% განახლდა Windows 10-ის Fall Creators Update-ზე. განახლებამ არც ისე მცირე ცვლილებები მოიტანა, მათ შორისაა სამომხმარებლო ინტერფეისის Fluent Design ელემენტებით განახლება, ახალი შესაძლებლობები Edge ბრაუზერში, შერეული რეალობის მხარდაჭერა, სწრაფი წვდომა რჩეულ კონტაქტებზე და სხვა მრავალი. მიუხედავათ იმისა, რომ 5,3% არ გამოიყურება შთამბეჭდავად, სპეციალისტები AdDupex-ში გვარწმუნებენ, რომ Fall Creators Update წინა განახლებებზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

როგორც ზემოთ მოყვანილ გრაფიკზე ჩანს Windows 10-ის ყველაზე პოპულარული ვერსია 1703 (Creators Update-ია), რომელიც Windows 10 კომპიუტერების 74,6%-ზე არის დაყენებული. მეორე ადგილზეა 1607 (Anniversary Update) რომელსაც 17,3% უკავია. 1709 – Fall Creators Update გავრცელებით მესამე ადგილზეა.

საინტერესოა, რომ Surface სერიის კომმპიუტერებზე, რომელსაც კომპანია მაიკროსოფტ აწარმოებს არ გამოირჩევიან უახლესი საოპერაციო სისტემის ათვისებით. ახალი ვერსია საშუალოდ მომხმარებლების 10%-ს აქვს დაყენებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ AdDuplex-ის შედეგები შეგროვდა Microsoft Store-ში გამოქვეყნებული 5 000 აპლიკაციის მონაცემებზე დაყრდნობით და მხედველობაშ უნდა მივიღოთ, რომ რეალური შედეგები შესაძლოა განსხვავებული იყოს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here