24 ივლისს კომპანია Microsoft-მა ახალი თაობის Windows 11 საოპერაციო სისტემა წარმოადგინა, რომლის შესახებაც პირველად Windows and Devices-ის ხელმძღვანელმა პანოს პანაიმ ისაუბრა. ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

Microsoft-ის ახალი საოპერაციო სისტემა Windows 10-ის ხაზის გაგრძელებაა. მას თანამედროვე ინტერფეისი და განახლებული დიზაინი აქვს, არის გადამუშავებული აპლიკაციების მაღაზია, გაუმჯობესებული ანიმაცია, ახალი “სტარტ” მენიუ, შეტყობინებების პანელი, ექსპლორერი, ვიჯეტები და სხვა ელემენტები. Windows 11-ში ასევე დამატებულია ახალი ფუქნიები და შესაძლებლობები დისტანციურად მუშაობისათვის. დამატებით Windows 11-ში ხელმისაწვდომი იქნება Android აპლიკაციები Microsoft Store-ში Amazon Appstore-ის საშუალებით. ახალი საოპერაციო სისტემა ARM პორცესორებზეც იმუშავებს.

მაიკროსოფტი გვპირდება, რომ ახალ Windows-ში განახლებები უფრო ხარისხიანი და მცირე ზომის იქნება, გაუმჯობესდება უსაფრთხოება და სისტემის მუშაობის რეჟიმები, როგორიცაა ოფისი, სათამაშო ან საშინაო. ახალი სისტემა უკეთესად იმუშავებს მრავალმონიტორიან სეტაპებში, დაიმახსოვრებს ფანჯრების განლაგებას სხვა და სხვა მონიტორებში და გამოსახავს შესაბამისად მათი მიერთებისას. Windows 11-ის მომხმარებლები შეძლებენ შექმნან რამდენიმე სამუშაო მაგიდა და მათ შორის სწრაფად გადაერთონ.

Windows 11-ის რელიზი 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. Microsoft-მა გამოუშვა სპეციალური უტილიტა, რომელიც თქვენს კომპიუტერს შეამოწმებს განახლებასთან თავსებადობაზე. მომდევნო კვირიდან კი ხელმისაწვდომი გახდება Windows 11-ის ინსაიდერული სატესტო ვერსიაც. Windows 10-ის ყველა ლეგალური მომხმარებელი უფასოდ მიიღებს ახალ საოპერაციო სისტემას.

Microsoft-მა აღნიშნა, რომ Teams სერვისი უკვე ჩაშენებულია Windows 11-ში და გაუადვილებს ურთიერთობას სხვა მომხმარებლებთან ნებისმიერ სიტუაციაში. ახალ სისტემაში ასევე გამოჩნდება “ჩათის” აპლიკაცია, რომელიც Microsoft Teams-ის ბაზაზე მუშაობს და მიმაგრებულია ამოცანათა პანელზე. ის Skype-ს ჩაანაცვლებს, რომელიც ახალი სისტემიდან ამოღებულია.

სათამაშო კომპიუტერებისთვის Windows 11 ხელმისწვდომი იქნება Auto HDR ფუნქცია, რომელიც Xbox Series X და S პლატფორმებს დაუახლოვებს სისტემას. ამისთვის საჭირო იქნება მონიტორი HDR-ის მხარდაჭერით და DirectX 11 ან DirectX12 ვიდეო ბარათი. Windows 11-ში ასევე იქნება Xbox Game Pass და xCloud სერვისების მხარდაჭერა. ახალი საოპერაციო სისტემა DirectX 12 Ultimate და Direct Storage ტექნოლოგიებს გამოიყენებს, უფრო სწრაფი ჩატვირთვისათვის და თამაშების წარმადობის ოპტიმიზაციისთვის.

Windows 11-ის მინიმალური სისტემური მოთხოვნები:

64 ბიტიანი ორბირთვიანი პროცესორი მინიმუმ 1 გიგაჰერცი ტაქტური სიხშირით (მხარდაჭერილი იქნება 32 ბიტიანი აპლიკაციები)

4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება.

64 გიგაბაიტი დისკური სივრცე

მინიმუმ 9 დიუმიანი მონიტორი 1366×768 პიქსელი გარჩევადობით.

UEFI, Secure Boot და TPM 2.0;

ვიდეო ბარათი DirectX 12 /WWDM 2.x მხარდაჭერით.

საოპერაციო სისტემის მიმდინარე ვერსია 2015 წლის 29 ივლისს გამოვიდა და მისი ბოლო ვერსიების მხარდაჭერა 2025 წლის 14 ოქტომბერს შეწყდება.

ღონისძიება სრულად
წინა სტატიაEpic Games-მა ხმოვანი ჩათი და ანტიჩითი უფასოდ გამოუშვა თამაშების დეველოპერებისთვის
შემდეგი სტატიადიდ ბრიტანეთში Binance აკრძალეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი