კომპანია Microsoft-მა უკვე დაიწყო ახალი Android ლანჩერის – Microsoft Launcher ბეტა ტესტირება, რომელმაც ასევე Arrow Launcher-ჩაანაცვლა. რედმონდში ამბობენ, რომ ეს ყველაზე ლამაზი, მორგებადი და მძლავრი ლანჩერია, რომელიც Fluent დიზაინის მიხედვითაა შექმნილი. Microsoft Launcher-ის მთავარი ფუნქცია Continue on PC-ია, რომელიც ნებისმიერი მოქმედების პრაქტიკულად გაგრძელების საშუალებას იძლევა კომპიუტერზე Windows 10-ით.

ისევე, როგორც Windows 10, Microsoft Launcher მთავარ ეკრანზე აჩვენებს რჩეულ კონტაქტებს, რომლებთანაც შესაძლებელია მთელი რიგი მოქმედებების შესრულება: დარეკვა, წერილის და ფაილების გაგზავნა და ა. შ.

მარცხენა ეკრანზე ჩანს ინფორმაცია ყველა მომავალი მოვლენის შესახებ და მათ შორისაა რეკომენდაციები: სიახლეები, ღონისძიებები და ხშირად გამოყენებადი აპლიკაციები.

Microsoft Launcher-ს პარამეტრების და მორგების ფართო შესაძლებლობები აქვს და შესაძლებლობას იძლევა დავაყენოთ ფონის ფერი, ჟესტები და ბევრი სხვა პარამეტრი.

Microsoft Launcher-ის ტესტირების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაც შეძლებენ აპლიკაციის Google Play-დან გადმოწერას.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი