კონტენტზე გადასვლა
საქართველოს ბანკმა სკოლის მოსწავლეებზე მორგებული აპლიკაცია BOG sCoolApp შექმნა

საქართველოს ბანკმა სკოლის მოსწავლეებზე მორგებული აპლიკაცია BOG sCoolApp შექმნა

სალომე გაზდელიანი · 1 წთ საკითხავი

ახალი აპლიკაცია საქართველოს ბანკისგან – BOG sCoolApp ახალი თაობისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებზეა მორგებული.
აპლიკაცია, რომელიც მოსწავლეების ინტერესებს და საჭიროებებს ითვალისწინებს საქართველოში პირველად შეიქმნა. მას ანგარიშის მართვის პანელი ექნება, რომელიც მოსწავლეებს sCool Card-ზე თანხის გაკონტროლების საშუალებას მისცემს. მომხმარებლები მობილური ბალანსის შევსებასა და თანხის გადარიცხვას დამოუკიდებლად შეძლებენ.


საინტერესოა, რომ ახალი პლატფორმის მეშვეობით მოზარდები სხვადასხვა ობიექტებისგან სპეციალურ შეთავაზებას მიიღებენ.
სამომავლოდ აპლიკაციაში დამატებითი ფუნქციებიც დაემატება. მისი მეშვეობით, მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო დავალებებს მუდმივად მიიღებენ.

აპლიკაციის ჩამოსატვირთი ბმული: https://scoolapp.ge/6bFF

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!