HP და Microsoft-მა წარმოადგინეს მათი მაღალი გარჩევადობის ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის მეორე თაობა, რომელიც VR გეიმერებისთვისაა განკუთვნილი ვიდრე ბიზნესისთვის. მოწყობილობა გაყიდვაში შემოდგომაზე შემოვა და მისი ფასი 599$ იქნება. მას იგივე გარჩევადობა აქვს, რაც წინამორბედს, მაგრამ უფრო მეტი ტრეკინგის კამერა აქვს, ახალი კონტროლერი და ახალი ლინზები და დინამიკები Valve-ისაგან.

Reverb G2-ის რეზოლუცია 2160×2160-ზეა თითოეულ თვალზე, რითაც ის უფრო მაღალი დონისაა ვიდრე Valve Index ჩაფხუტი, რომელსაც 1440×1600 პიქსელი აქვს. წინა თაობის ჩაფხუტს გარკვეული ხილვადობის პრობლემები ქონდა, მაგრამ HP გვპირდება, რომ ახალ ლინზებს და პანელებს მსგავსი რამ არ ემუქრება. G2 იყენებს სტანდარტულ Windows Mixed Reality-ის ტრეკინგის სისტემას, თუმცა HP-მ მოწყობილობას ორი წინა კამერა დაუყენა ორივე მხარეს, რაც მას უფრო ახლოს აყენებს Oculus-ის Rift S და Quest ჩაფხუტებთან.

კომპანიებმა G2-ის აწყობისას Valve-ს დახმარება გამოიყენეს. ჩაფხუტი შეიცავს Valve Index-ის ტექნოლოგიებს, თუმცა მას განსხვავებული ლინზები და მეტი გარჩევადობა აქვს. მას 120 ჰერცის ნაცვლად 90 ჰერციანი მატრიცები აქვს და უფრო მცირე ხედვის არე (114 გრადუსი 130-ის ნაცვლად. G2-ში ძალიან მაღალი ხარისხის და კომფორტის მქონე დინამიკებია გამოყენებული.

ყველაზე შესამჩნევი და სასიამოვნო ცვლილება განახლებული კონტროლერია. წლების განმავლობაში მაიკროსოფტი ქმნიდა Windows Mixed Reality ჩაფხუტებს სხვა და სხვა კომპანიებთან, როგორიცაა Samsung, Acer და სხვებისგან განსხვავებით მათ ძალიან ცუდი, არასტანდარტული კონტროლერები ქონდათ. G2-ის კონტროლერები Oculus Touch-ის დიზაინს იმეორებენ და მათში დამატებულია ორი ღილაკი თითოეულ ხელზე და ამოღებულია თითქმის უფუნქციო ტრეკპედი.

წინა სტატიაელონ მასკი: კაცობრიობას შეუძლია იამაყოს Crew Dragon-ის წარმატებით
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა ამჯერადაც ვერ შეძლო სტაბილური განახლების მიწოდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი