კომპანია მაიკროსოფტმა Windows 10-ის 2004 ვერსიის განახლება პრობლემურად გამოაცხადა მსი რელიზიდან ოთხ დღეში. დეველოპერებმა გამოაქვეყნეს გამოვლენილი პრობლემების სია, რომლებიც განახლების დაყენების შემდეგ შესაძლოა დაემართოს საოპერაციო სისტემას. კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს არ დააყენონ განახლება მანამ სანამ არ გამოვა მისი ახალი ვერსია.

ახალ პატჩში მომხამრებლებს ექმნებათ რამდენიმე Bluetooth მოწყობილობის ერთად მიერთების პრობლემა, ასევე პრობლემები ექმნებათ Thunderbolt დოკ სადგურის მიერთების შემთხვევაშიც. მოწყობილობები, რომლებიც Always On ქსელის ადაპტერებს იყენებენ მოულოდნელად გადაიტვირთებიან, ხოლო შაშენებული Intel-ის გრაფიკის მქონე მოწყობილობებს ეკრანის განახლების სიხშირის პრობლემები აღენიშნებათ. აღმოჩენილი პრობლემების დეტალური აღწერა მწარმოებლის საიტზეა გამოქვეყნებული.

წინა სტატიაHP Reverb G2 – ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი გეიმერებისთვის
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქციების დროს მარადიორების მიერ მოპარული iPhone-ები Apple-მა დაბლოკა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი