მაიკროსოფტმა განაცხადა, რომ ხელმისაწვდომია ღრუბლოვანი სერვისი Windows 365, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ზომის ორგანიზაციებისთვის. მისი საშუალებით კლიენტებს შეუძლიათ შექმნან ღრუბლოვანი კომპიუტერები Windows 10-ის ან Windows 11-ის მართვის ქვეშ და მასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ინტერნეტით უზრუნველყოფილი წერტილიდან.

“Windows 365-ს საოპერაციო სისტემა Microsoft Cloud-ში გადააქვს, უსაფრთოდ გადაცემს Windows-ის შესაძლებლობებს, თქვენს აპლიკაციებს და პარამეტრებს პირად და კორპორაციულ მოწყობილობებს” – ამბობს სკოტ მანჩესტერი (Scott Manchester). “ასეთი მიდგომა ქმნის პერსონალური კომპიუტერების ახალ კატეგორიას, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ჰიბრიდული გამოყენებისთვის”

Windows 365 სერვისის ღირებულება თვეში 20$ – 162$ ფარგლებშია ერთი მომხმარებლისთვის. ნმინიმალური ტარიფი წვდომას მოგცემთ რღუბლოვან კომპიუტერზე ერთი ვირტუალური პროცესორით, 2 გბ. ოპერატიული მეხსიერებით და 64 გბ. საცავით. მაქსიმალურ პაკეტში მომხმარებელი მიიღებს 8 ვირტუალურ პროცესორს, 32 გბ. ოპერატიულს და 512 გბ. საცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ Windows 10-ის ლიცენზირებული ასლის მფლობელები მიიღებენ 16% ფასდაკლებას სერვისზე.

წინა სტატიაGoogle-მა პირველი დროის კრისტალი შექმნა
შემდეგი სტატიაSpaceX სატელიტური მონაცემების სტარტაპს Swarm-ს ყიდულობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი