მშობრლები უფრო იშვიათად არქმევენ საკუთარ ბავშვებს სახელს “ალექსა” მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს Amazon-მა ამავე სახელით ცნობილი ხმოვანი ასისტენტი გამოუშვა.

როცა 7 წლის წინ Amazon-მა Alexa გამოუშვა ამან სახელის პოპულარობა მკვეთრად გაზარდა. თუმცა მოკლე ხანში მშობლებმა მასზე უფრო მეტად დაიწყეს უარის თქმა, რადგანაც ის უფრო მორჩილებასთან ასოცირდებოდა, თითქოს ისინი თავის ვირტუალურ ასისტენტს ბრძანებას აძლევდნენ.

“ალექსა არის ერთ ერთი განსაკუთრებული მაგალითი სახელისა, რომელიც სტაბილად პოპულარული იყო და ამ სიმაღლიდან გადმოადგეს” – ამბობს ლაურა ვატენბერგი, საიტის Namerology დამფუძნებელი, რომელიც სახელების დარქმევის ტენდენციებს ეძღვნება.

ვატენბერგმა მოიყვანა ანალოგიური მაგალითები, როცა სახელების პოპულარობა ეცემოდა მას შემდეგ, რაც მათ იყენებდნენ შტორმების ან სხვა სტიქიური უბედურებების დასახელებისას (კატარინა, ბეტსი, კამილა და ა.შ.) სახელმა ჰილარი, რომელიც მოდაში იყო 1980-იან წლებში სწრაფად დაკარგა პოპულარობა მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონი გახდა ა.შ.შ-ს პირველიი ლედი.

საიტის Voicebot.ai-ს დამბფუძნებელმა ბრეტ კინსელმა ანალიზი გაუკეთა ხმოვანი ასისტენტების ინდუსტრიის მონაცემებს და გვამცნობს, რომ Alexa-ს გამოსვლიდან 3 წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა ვირტუალურ ასისტენტებზე მოთხოვნა. დღეისათვის 90 მლნ-ზე მეტი ზრდასრული ამერიკელი იყენებს სახლში ჭკვიან დინამიკებს.

2018 წელს ამერიკელი ბავშევბის რაოდენობა, რომლებსაც მსგავსი სახელები დაარქვეს საგრძნობლად შემცირდა. ანალოგიური ტენდენცია დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოშიც 2016 წელს და კანადაში 2017 წელს.

ექსპერტები ამბობენ, რომ დასავლელი გიგანტებიდან მხოლოდ Amazon-მა გადაწყვიტა პოპულარული სახელი ექცია ქალის ხმად, რომელიც ბრძანებებს ასრულებს. სსხვა კომპანიები გაურბიან გავრცელებული სახელების დაპყრობას. Google-ის ასისტენტს უბრალოდ კომპანიის სახელი დაარქვეს, ხოლო Microsoft-მა იშვიათი სახელი Cortana აირჩია.

Apple-ის მოქმედებებმა ანალოგიური ეფექტი აჩვენი. სახელი Siri არ იყო პოპულარული მანამდე სანამ მათ ხმოვანი ასისტენტი არ გამოუშვეს 10 წლის წინათ. მას შემდეგ ამ სახელის პოპულარობა უფრო შემცირდა. ბავშვების რაოდენობა ამ სახელით 2010 – 2020 წლებში 111-დან 10-მდე შემცირდა.

“ჩვენ არ ვფიქრობთ ხალხზე, რომლებიც უკვე ატარებენ ამ სახელებს, მაგრამ მათ ცხოვრებაზე გავლენა ასევე რეალურია” – ამბობს ფილპ კოენი, სოციოლოგი მერილენდის უნივერსიტეტიდან კოლეჯ-პარკში. ბოლო 50 წლის განმავლობაში ა.შ.შ-ში 127 ათას გოგონას დაარქვეს “ალექსა” და 75 ათასზე მეტი მათ შორის 18 წელზე პატარაა. პრესაში უკვე საუბრობენ ბულინგის შემთხვევებზე სკოლებში.

როცა Amazon-ს კითხეს განიხილავს თუ არა კომპანია Alexa-ს სახელის შეცვლას, მისმა წარმომადგენელმა მხოლო ეს თქვა: “ნებისმიერი ტიპის ბულინგი დაუშვებელია და ჩვენ ამას დაჟინებით ვგმობთ”

აღსანიშნავია, რომ რუსული კომპანიებიც იყენებენ ხმოვანი ასისტენტებისთვის პოპულარულ სახელებს. 2017 წელს Yandex-მა პირველად რუსეთში გაუშვა ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი “ალისა”, ხოლო 2018 წელს მისით აღჭურვილი ჭკვიანი დინამიკები. 2019 წელს Mail.ru Group-მა წარმოადგინა მობილური ხმოვანი ასისტენტი “მარუსია”. აღნიშნულმა ფაქტებმა არ იქონია ამ სახელების პოპულარობაზე ზეგავლენა და სახელი “მარია” რჩება ტოპ სახელების სიაში, ხოლო სახელი “ალისა” უფრო პოპულარული გახდა ვიდრე ადრე იყო. ეს სახელები რუსეთში მე-3 და მე-4 ადგილებზე არიან შესაბამისად.

წინა სტატიაAmazon, Apple, Google და სხვებმა ჭკვიანი სახლის ერთიანი სტანდარტის გამოსვლა 2022 წლამდე გადადეს
შემდეგი სტატიაTesla-მ საკუთარი ნეიროქსელური ჩიპი Dojo D1 შექმნა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი