2014 წელს Google-მა ახალი ელ-ფოსტის აპლიკაცია Inbox წარმოადგინა, რომელიც Gmail-ის ალტერნატიული სამომხმარებლო ინტერფეისია. 

Inbox დიზაინით და ფუნქციონალით განსხვავებულ სამომხამრებლო გამოცდილებას გვთავაზობს. მას ელ-ფოსტის განსხვავებული სორტირების მეთოდი აქვს, შეგიძლიათ წერილების წინასწარ გადახედვა და შეხსენებების დაყენება კონკრეტული წერილისთვის.

Gmail-ის აპრილის განახლებაში დეველოპერებმა Inbox-ის ზოგიერთი ფუნქცია გადმოიტანეს, რომელთა შორისაა შემომავალი წერილების გადადება და “ჭკვიანი” პასუხები.

ამიერიდან Google ყურადღებას Gmail-ის განვითარებაზე გადაიტანს, ხოლო Inbox-ის მუშაობა 2019 წლის მარტის ბოლოსთვის შეჩერდება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here