2023 წელს Microsoft-ის ენერგომოხმარებამ და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვმა 29%-ით მოიმატა, ხოლო კომპანიამ წყლის 23%-ით მეტი გამოიყენა, ვიდრე წინა წელს. რესურსების მოხმარების ზრდა ძირითადად უკავშირდება ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.

ეს მონაცემები მოცემულია Microsoft-ის მდგრადი განვითარების ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს სამ ტიპად ყოფს: დონე 1, დონე 2 და დონე 3. მათი უდიდესი ნაწილი (96%) მოდის დონე 3-ზე, რომელშიც შედის მონაცემთა ცენტრების მუშაობა, მომარაგების ჯაჭვი და Microsoft პროდუქციის გამოყენება კლიენტების მიერ.

რაც შეეხება წყალს, 2023 წელს Microsoft-მა თავისი მონაცემთა ცენტრების გასაგრილებლად გამოიყენა 7.8 მლნ მ3 წყალი, რაც 23%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე (6.4 მლნ მ3). კომპანია აცხადებს, რომ ახალი მონაცემთა ცენტრები ისე იგეგმება, რომ თავიდან იქნას აცილებული სასმელი წყლის გამოყენება გასაცივებლად. გარდა ამისა, Microsoft-ი ამტკიცებს, რომ ცდილობს წყლის ხელახლა გამოყენებას, განსაკუთრებით გვალვიან რეგიონებში, მათ შორის კოლორადოს მდინარის აუზში.

ანგარიშის დადებით მხარეებს შორისაა განახლებადი ენერგიის გამოყენება. 2023 წელს Microsoft-მა გამოიყენა 23.6 მლნ მგვტ განახლებადი ენერგია და 64 კმ2 მიწა გამოყო “მუდმივად დაცული” ტერიტორიების კატეგორიაში. კომპანია ასევე ცდილობს შეამციროს ნარჩენები და გააუმჯობესოს კამპუსების ენერგოეფექტურობა.

როგორც PCMag-ი აღნიშნავს, IT კომპანიების მონაცემთა ცენტრები რჩება პრობლემად, რომლისთვისაც ჯერჯერობით არ არსებობს ოპტიმალური გადაწყვეტა. წლები დასჭირდება მათ განახლებად ენერგიაზე გადასაყვანად, და კომპანიები, მათ შორის Microsoft, არ არიან მზად შეანელონ განვითარების ტემპი და დაუთმონ კონკურენტებს. ახლახან Microsoft-მა გამოაცხადა გეგმა $3.3 მლრდ დახარჯვის შესახებ Foxconn-ის ობიექტის შესაძენად ვისკონსინში. ასევე იგეგმება ახალი მონაცემთა ცენტრის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში.

წინა სტატიაChatGPT ხელმისაწვდომი გახდა რეგისტრაციის გარეშე
შემდეგი სტატიაწარმოდგენილია ახალი Surface Pro OLED ეკრანითა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი