Microsoft-მა ციფრული პლატფორმა Mesh წარმოადგინა, რომელიც ვირტუალურ სივრცეში კომუნიკაციისთვის არის განკუთვნილი. 3D ავატარის შესაქნელად სვალდებულო არ არის სპეცილური გარნიტურა და ფუნქციონალის ნაწილი ჩვეულებრივი სმარტფონების მომხმარებლებისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი. მომავალში კომპანია გვპიდება “ჰოლოპორტს” რომელიც რეალისტურ სამ განზომილებიან გამოსახულებას გვაჩვენებს პირდაპირ ოთახში.

პლატფორმა Microsoft Mesh ორიენტირებულია ვირტუალური შეხვედრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და შესაძლებელია გამოვიყენოთ სწავლებისთვის, ონლაინ კონფერენციებისთვის და დისტანციური დახმარებისთვის. 3D კონტენტთან და ერთმანეთთან ურთიერთქმედებისთვის მომხამრებელს არ მოუწევს დამატებითი რეალობის ან ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის ყიდვა. ამავდროულად ტექნოლოგია თავსებადია Hololens 2 ჩაფხუტთან და სხვა მწარმოებლების მოწყობილობებთან. დეველოპერები ამბობენ, რომ ტექნოლოგიას შეუძლია მომხმარებელს რეალობის სრული შეგრძნება მიანიჭოს.

თავიდან Mesh-ის მომხმარებლები ვირტუალური ავატარების საშუალებით იმუშავებენ, ხოლო მოგვიანებით დეველოპერები ფოტორეალისტურ “ჰოლოპორტაციას” გვპირდებიან. Microsoft Mesh-ის რეალიზაცია Microsoft Teams და Microsoft Dynamics 365 პლატფორმებზე დაიწყება. მოსალოდნელია, რომ პლატფორმა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ინჟინრებისთვის, დიზაინერებისთვის და გეიმერებისთვის.

ამ დროისთვის Microsoft Mesh-ის გამოყენება მხოლოდ Microsoft Hololens 2 ჩაფხუტის მფლობელებს შეუძლიათ AltspaceVR პლატფორმაზე. სმარტფონებზე და სხვა მოწყობილობებზე გამოსვლის ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წინა სტატიაXiaomi Mi 11 Global
შემდეგი სტატიაPerseverance-მა სატესტო მარშრუტი გაიარა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი