კომპანია Microsoft აქტიურად ავითარებს საკუთარ საფირმო ბრაუზერს Edge და რეგულარულად ახდენს მისი ახალი ფუნქციონალის დემონსტრირებას. ახალ საოპერაციო სისტემა Windows 10 S-ში ის ერთადერთი ნაგულისხმევი და შეუცვლელი ბრაუზერი იქნება. ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ Microsoft Edge კორპორაციული კლიენტებისთვისაც საინტერესო ხდება. ბოლო ინსაიდერულ განახლებაში Windows 10-ში გამოჩნდა Windows Defender Application Guard-ის ფუნქციონალი Edge-ის დასაცავად.

ახალი ფუნქციის ჩასართავად ინსაიდერებმა უნდა გახსნან Windows-ის კომპონენტების ჩართვა/გამორთვის პარამეტრები და ჩართონ Windows Defender Application Guard. ამის შემდეგ Edge-ში შესაძლებელი იქნება ისეთი ტაბის გახსნა, რომელიც დაცული იქნება შეტევებისგან. ეს ყველაფერი მიიღწერ Virtualization Based Security-ს წყალობით. Windows Defender Application Guard ცალკეულ ვირტუალურ კომპიუტერს გამოყოფს სადაც Edge თავისთვის იმუშავებს და ამით სისტემა დაცული იქნება ვირუსული პროგრამებისა და სხვა ექსპლოიტებისგან.

რა თქმა უნდა ასეთ რეჟიმში ბრაუზერის გაშვება წარმადობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამის გარდა ბრაუზერის დახურვის შემდეგ ყველა მონაცემი და cookie-ები დაკარგული იქნება. ყველაფერ ამასთან ერთად ეს ფუნქცია მიმდინარე მომენტისთვის მხოლო კორპორაციული მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.

წინა სტატიაGuzX – აპლიკაცია საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისთვის
შემდეგი სტატიაGoogle Maps-ში ქუჩების რედაქტირების ფუნქცია დაემატა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი