გუშინ კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა ახალი საოპერაციო სისტემა Windows 10 S. Windows 10-ის სპეციალური ვერსია საგანმანათლებლო სექტორზეა გათვლილი. სრულფასოვანი Windows 10-ისგან ახალი Windows 10 S მთელი რიგი შეზღუდვებით გამოირჩევა. მაგალითისთვის კმარა თუნდაც ის, რომ აპლიკაციების დაყენება მხოლოდ Windows Store-დან იქნება შესაძლებელი. ასევე გაირკვა, რომ არის კიდევ დამატებითი შეზღუდვები, რომლის შესახებ მომხამრებელი ინფორმირებული უნდა იყოს. პრეზენტაციის მსვლელობისას ტერი მაიერსონმა თქვა, რომ Windows 10 S-ზე შეიძლება ნებისმიერ ბრაუზერის გაშვება, რომელიც Windows Store-ში იქნება გამოქვეყნებული. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნაგულისხმევად სისტემაში მხოლოდ Edge იქნება, რომლის შეცვლა სხვა ალტერნატიული ბრაუზერით შეუძლებელია.

თქვენ შეძლებთ ჩამოტვირთოთ ნებისმიერი ბრაუზერი Windows Store-დან მაგრამ Microsoft Edge დარჩება სისტემის მთავარი ბრაუზერი. ნათქვამია Windows 10 S-ის FAQ-ში.

ასე და ამგვარად თუ თქვენ გახსნით ბმულს ნებისმიერი აპლიკაციითან, როგორიცაა ფოსტა ან დოკუმენტი ის აუცილებად Edge-ში გაიხსნება. ამის გარდა კომპანიამ კიდევ ერთი რამ აკრძალა და საძიებო სისტემის Bing-იდან სხვაზე გადართვაც შეუძლებელი გახადა. Edge და Internet Explorer-ში სტანდარტული საძიებო სისტემა Bing იქნება.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი