ბოლო დროს, სმარტფონების ზომა გაიზარდა და საშუალო დიაგონალი გახდა 5 ან 5,5 დიუმი. თუმცა, არიან მომხმარებლები ვისაც კომპაქტური ტელეფონი სჭირდებათ, რათა ცალი ხელით მარტივად მოიხმარონ და შარვლის ჯიბეში მარტივად ჩაეტიოს. სპეციალურად ამგვარი მომხმარებლებისათვის კომპანია Unihertz-მა წარმოგვიდგინა მინიატურული სმარტფონი Jelly. ის აღჭურვილია 2,45 დიუმიანი ეკრანით, მოწყობილობის ზომები კი ძალიან პატარაა: 92,3 х 43 х 13,3მმ. მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ ეს დივაისი არის მსოფლიოში ყველაზე პატარა სმარტფონი 4G მხარდაჭერით.

რადგანაც ტელეფონი არ არის გათვალლისწინებული ფილმებისა და თამაშებისათვის, ამიტომ მონაცემებიც დაბალი აქვს. მისი ეკრანის გარჩევადობა არის 432×240პიქსელი, ჩაყენებულია ოთხბირთვიანი პროცესორი 1,1 გჰც სიხშირით, აქვს 1 გბ ოპერატიული მეხსიერება და შიდა მეხსიერება 8 გბ. მთავარი კამერა 8 მეგაპიქსელიანია, ხოლო წინა კამერა 2 მეგაპიქსელიანი. აქვს SIM ბარათის ორი სლოტი, GPS, Wi-Fi, Bluetooth 4.0 და 950 მა/სთ-იანი ბატარეა. Jelly მუშაობს Android 7.0-ზე.

Jelly გამოგადგებათ, როგორც მეორე ტელეფონი ზარებისა და მესიჯობისათვის. ტელეფონის შეკვეთა შეგიძლიათ Kickstarter-ზე 69 დოლარად.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here