პროექტ Andromeda-ს შესახებ ხმები დიდი ხანია ისმის ინტერნეტ სივრცეში. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე კი გავრცელდა ინფორმაცია სკანდალური სმარტფონის გამოშვების შესახებ. ჯერ Windows 10-ში აღმოაჩინეს API, რომელიც აღწერდა ხუთ სხვადასხვა მოწყობილობას, შემდეგ კი გაჟონა ინფორმაციამ Microsoft-ის შიდა ფაილების შესახებ. კორპურაციის ვიცე პრეზიდენტმა კი უფრო მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მისი განცხადებით, ეს მოწყობილობა არის Surface-ის ხაზიდან, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გვაძლევს კომპიუტერის პირად და უნივერსალურად გამოყენების მეთოდს.
აღწერის მიხედვით, საუბარია კომპაქტურ მოწყობილობაზე, რომელიც შეგვიძლია ჯიბეში მოვათავსოთ. ყველა წყარო მიუთითებს იმაზე, რომ გაჯეტი იქნება გადაკეცვადი ერთი ან ორი ეკრანით. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც პლანშეტად, ასევე სმარტფონად. ის იმუშავებს Windows 10-ის სრულ ვერსიაზე.
პანოსა პანაის ტვიტერის გვერზე მნიშვნელოვანი მესიჯი ვნახეთ. მან გამოაქვეყნა კარიკატურა და მადლობა გადაუხადა კომპანია LG-ის ეკრანისათვის. თუ კარგად დავაკვირდებით სურათს ვანხავთ, თითქოს ეს არის ერთი მოწყობილობის ორი ნაწილი საკუთარი ეკრანებით:
მოწყობილობის გამოსვლა წელს იგეგმება.