Google-მა Nearby Share აპლიკაცია გამოუშვა Windows პლატფორმაზე. ის საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ ფაილები Android მოწყობილობებთან და Chromebook-ებთან.

Google-ის ცნობით, 1,7 მილიონზე მეტმა ადამიანმა დააინსტალირა Nearby Share ბეტა და გამოიყენა იგი 50 მილიონზე მეტი ფაილის გადასატანად.

Google-მა დაუმატა რამდენიმე ახალი ფუნქციაც დაამატა. მომხმარებლებს ახლა შეეძლებათ დაინახონ სავარაუდო დრო, რომელიც დასჭირდება ფაილის გადაცემის დასრულებას.

გარდა ამისა, გადაცემისას შეძლებთ ფაილის წინასწარ დათვალიერებას, რათა ადამიანი დარწმუნდეს, რომ სწორ ფაილს აგზავნის.

Google გეგმავს მეტი ფუნქციის დამატებას და მუშაობს კომპიუტერების ზოგიერთ მწარმოებელთან, მათ შორის HP-თან, რათა აპი მათ სისტემებში დანერგოს.

Nearby Share Windows-ისთვის გამოსაყენებლად, Wi-Fi და Bluetooth უნდა იყოს ჩართული თქვენს კომპიუტერში. დაყენების შემდეგ, თქვენ უნდა გადაიტანოთ ფაილი აპში, ან დაწკაპოთ მასზე მარჯვენა ღილაკით და აირჩიოთ გაზიარების ვარიანტი, რათა გაგზავნოთ იგი ახლომდებარე მოწყობილობაზე.

თუ იყენებთ იმავე Google ანგარიშს როგორც თქვენს კომპიუტერზე, ასევე Android ტელეფონზე, ფაილები ავტომატურად აიტვირთება. მოწყობილობები უნდა იყოს ერთმანეთისგან 5 მეტრში. ხილვადობის პარამეტრები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სპამი და არასასურველი ფაილების გადაცემა.

წინა სტატიამარკ ცუკერბერგმა გააკრიტიკა Apple Vision Pro ჩაფხუტი
შემდეგი სტატიაNothing Phone 2

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი