2021 წლის 2 აგვისტოს Google-მა წარმოადგინა ახალი სმარტფონები Pixel 6 და Pixel 6 Pro, რომელიც საკუთარი წარმოების პროცესორზე, Tensor-ზე მუშაობს. კომპანია მის შექმნაზე ოთხი წელი მუშაობდა და მისი სახელი უკავშირდება მათივე ტენზორულ პროცესორს, რომელსაც Google საკუთარ მონაცემთა დამუშავების ცენტრებში იყენებს.

Google-ის ფოტო

Pixel-ის უკანასკნელ მოდელებში Google-მა Qualcomm-ის Snapdragon ჩიპები გამოიყენა, ხოლო სმარტფონის აწყობის ხარისხი ყოველთვის არ იყო მაღალ დონზეზე. მომხმარებლები უკმაყოფილო იყვნენ Pixel 5-ის აწყობის ხარისხითაც.

Google-ის ახალი მობილური მოწყობილობებს აქვთ ახალი კორპუსი და ელექტრონული შიგთავსი, რომელიც 5G მოდემსაც შეიცავს. სმარტფონები შემოდგომაზე გამოვა და ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 1000 დოლარის ფარგლებში იქნება, როგორც ფლაგმანურ პროდუქტს შეეფერება.

ვიდეო Pixel 6-ისა და Tensor ჩიპის შესახებ

Pixel 6-ს ექნება 6,4 დიუმნიამი ბრტყელი ეკრანი Full HD+ გარჩევადობით და 90 ჰც. განახლების სიხშირით. Pixel 6 Pro-ს 6,7 დიუმიანი ნაპირებზე მომრგაველბული ეკრანი ექნება 120 ჰერციანი განახლების სიხშირით. კომპანიამ ახსნა, რომ ახალ მოწყობილობაში მომხმარებლები შეძლებენ ყველაზე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენებას.

CNBC-ის ინფორმაციით Tensor-ში გამოყენებულია ARM არქიტექტურა, ასევე საკუთარი მიკროსქემები და გადაყვეტილებები, როგორიცაა ტენზორული დამუშავების მოდული TPU ხელოვნური ინტელექტისთვის და Titan M2 ჩიპი უსაფრთხოების სისტემისთვის.

Google არ აზუსტებს თუ ვინ შექმნა CPU და GPU ბლოკები მათთვის ან ვისი ლიცენზიებით არის წარმოებული აღნიშნული კომპონენტები. ასევე არ არის ამ გადაწყვეტილებების წარმადობაზე ტესტირრების შედეგებიც.

Google Pixel სერიის პირველი სმარტფონი 2016 წელს გამოვიდა და $649 ღირდა.

წინა სტატიამეცნიერებმა სუფთა ენერგიისგან მატერია შექმნეს
შემდეგი სტატიაGoogle-მა პირველი დროის კრისტალი შექმნა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი