ფიზიკოსები, რომლებიც ა.შ.შ-ი ბრუკჰეივენის ეროვნულ ლაბორატორიაში STAR დეტექტორზე მუშაობენ თქვეს, რომ მატერიის ახალი ფორმა აღმოაჩინეს. მათ 80 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები ორი ფიზიკური მოვლენის დასტური მიიღეს.

ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ მატერიის შექმნა პირდაპირ შუქისგანაა შესაძლებელი და რომ მაგნეტიზმს შეუძლია პოლარიზებული ფოტონების გამრუდება ვაკუუმში.

დასტური იმაშია, რომ ელექტრონებისა და პოზიტრონების წყვილების შექმნა ძალიან ენერგიული ფოტონებითაა შესაძლებელი, რომლებიც სინათლის კვანტურ “ულუფებს” წარმოადგენენ.

ენერგიული შუქის მატერიად გარდაქმნა აინშტაინის ცნობილი ფორმულის E = mc² პირდაპირი შედეგია. ფორმულა გვეუბნება, რომ ენერგია, მატერია ან მასა ერთმანეთ ანაცვლებს. ბირთვული რეაქციები მზეზე და ატომურ ელექტრო სადგურებში მატერიას ენერგიად გარდაქმნიან.

ახლა უკვე სპეციალისტებმა შუქის ენერგია მატერიად გარდაქმნეს მხოლოდ ერთი ტრანსფორმაციით.

მეორე ექსპერიმენტიდან გაკეთებული დასკვნა ამბობს, რომ სინათლის გზა, რომელიც გადის მაგნიტურ ველში ვაკუუმში, სხვადასხვაგვარად მრუდდება პოლარიზაციის მიხედვით. პოლარიზაციასთან დაკავშირებული გადახრები ფიქსირდება მაშინ, როცა შუქი გარკვეულ მატერიალებში გადის.

ორივე შედეგი მიღებულია RGIC STAR დეტექტორის თავისებურებით, რომელიც ნაწილაკების კუთხურ გადანაწილებას ითვლის.

წინა სტატიაIntel 20 ანგსტრემზე გადავა
შემდეგი სტატიაGoogle Pixel 6 – საკუთარი წარმოების პროცესორით გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი