შინაური ძაღლები არ არიან ერთადერთნი, ვისაც შეუძლია გაიგოს კომპლექსური ენა. უკრაინის ქალაქ ფეოდოსიაში მკვლევარებმა საინტერესო აღმოჩენას მიაკვლიეს: დელფინებს შეუძლიათ ერთმანეთს სრული წინადადებებით ესაუბრონ; წინადადებებით, რომლებიც მოიცავს დაახლოებით ხუთ სიტყვას.

წლებია ცნობილია, რომ დელფინები დაუჯერებლად ინტელიგენტი არსები არიან. ისინი რეგულარულად უგზავნიან ერთმანეთს სიგნალებს საფრთხის შესახებ. თუმცა, ბუნებრივ ნაკრძალ Karadag-ში მეცნიერებმა ჩაიწერეს ორი დელფინის კომუნიკაცია. დელფინები იყვნენ შავი ზღვის აფალინები სახელად იაშა და იანა. კომუნიკაციის ჩასაწერად გამოიყენეს უახლესი წყალქვეშა მიკროფონი, რომელსაც შეეძლო დელფინების განსახვავებული და მრავალფეროვანი ხმების ჩაწერა. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ დელფინები იყენებენ “სიტყვებს” და რაც კიდევ უფრო გასაოცარია, ისინი მოთმინებით ელოდებიან “თანამოსაუბრეს” დაასრულოს “წინადადება” და შემდეგ უბრუნებენ პასუხს.

გასარკვევია, თუ კონკრეტულად რაზე საუბრობენ დელფინები. ბოლო კვლევებით, გადათარგმნეს დელფინების რამდენიმე “სიტყვა”, რომელიც მიუთითებდა ინდივიდებზე და აცნობებდა მათ საკვების არსებობის შესახებ. შემდეგი კველვები აუცილებლად საჭიროა. შეიძლება, შევძლოთ სხვა სახეობებთან დიალოგის გაბმა :))

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here