ცნობილი გახდა, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტია არ მუშაობს ჰაბლის ორბიტალური ტელესკოპი, რისი მიზეზიც მისი სასარგებლო დატვირთვის კომპიუტერში მეხსიერების დეგრადაციაა.

NASA-ს სპეციალისტები ცდილობენ მოწყობილობის ხელახლა ჩართვას, მისი სარეზერვო კვების მოდულებზე გადართვით და სხვა სისტემებსი გადატვირთვით.

სასარგებლო დატვირთვის კომპიუტერი ჰაბლის მთავარი კომპონენტია, რომელიც სამეცნიერო მოწყობილობების მუშაობაზე აგებს პასუხს. მიმდინარე მომენტისთვის ტელესკოპი დროებით ან შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტელესკოპი გასული საუკუნის 80-იან წლებში გაუშვეს და მუშაობს NASA Standard Spacecraft Computer-1 სისტემაზე, ის კომპიუტერისაგან შედგება, რომლებსაც 64 კილობაიტი მეხსიერება აქვთ.

სამწუხაროდ ეს ჰაბლის პირველი ხარვეზი არ არის მიმდინარე წლის განმავლობაში. მარტში ტელესკოპის პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზი დაფიქსირდა და NASA-ს სპეციალისტებს რამდენიმე დღე დაჭირდათ მისი გამოსწორებისთვის.

წინა სტატიაქსელში Windows 11-ის სქრინშოთები გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიაOnePlus-ის დირექტორმა ფლაგმანური სმარტფონების ახალი ბიუჯეტური შეფუთვა გამოაქვეყნა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი