ვარსკვლავი ბეთლჰეიზე ორიონის თანავარსკვლავედშია, ის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ასაკი 8,5 მილიონი წელია, რაც ძალიან ცოტაა კოსმოლოგიური საზომებით – ის უკვე კვდება და შესაძლოა დედამიწის ცაზე ნათელ ლაქად გადაიქცეს, რომელიც სიკაშკაშით სრულ მთვარესაც კი შეიძლება შევადაროთ. მიუხედავად პროგნოზებისა ვარსკვლავი არ ფეთქდება და სიკაშკაშეს კარგავს მხოლოდ. შესაძლოა ფიზიკოსები ცდებიან და ვარსკვლავების ევოლუცია სულ სხვაგვარად მიმდინარეობს?

გიგანტური ვარსკვლავები ძალიან დრამატულად იღუპებიან – მათი სიცოცხლის ბოლო წამები უძლიერეს კატაკლიზმას უკავშირდება – სუპერნოვას აფეთქების შედეგად ვარსკვლავი გაზისა და მტვრის ნისლეულად გადაიქცევა. მომაკვდავი ვარსკვლავის ბირთვი ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცევა, რომელიც ზე-მკვრივი კოსმოსური ობიექტია. თუ ვარსკვლავის ზომები კოსმოსური საზომებითაც კი ძალიან დიდია მის ადგილას შავი ხვრელი ჩნდება, რომელიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენაა სამყაროში. ჩვენთვის საბედნიეროდ ბეთლჰეიზე თავისი ზომებიდან გამომდინარე სიცოცხლეს სუპერნოვად დაასრულებს, თუმცა ეს მოვლენა რატომღაც ჭიანურდება.

livescience.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად ბეთლჰეიზე ძალიან ნელა შედის სუპერნოვას ფაზაში და გააგრძელებს ჩაქრობას სანამ არ მიაღწევს მისთვის სპეციფიურ კრიტიკულ ზღვარს, როცა ის კვლავ აინთება კოლოსალური რაოდენობის ენერგიის გამოთავისუფლებისას. ვარსკვლავი ჩვენგან 642,5 სინათლის წლითაა დაშორებული და აფეთქების დანახვა დედამიწიდანაც იქნება შესაძლებელი. სუპერნოვა ცაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაზე ნათელი ობიექტი იქნება. მეცნიერები თვილიან, რომ მსგავსი მოვლენა მეორედ მოხდება კაცობრიობის ისტორიაში. პირველად ეს 1054 წელს დაფიქსირდა და მის შედედგად კრაბის ნისლეული წარმოიქმნა.

მკვლევარები თვლიან, რომ ბეთლჰეიზეს ჩაქრობის პროცესში გასაკვირი არაფერია. საქმ იმაშია, რომ ის ცვლებადი ვარსკვლავია და მისი სიკაშკაშე დროთა განმავლობაში იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს სიკაშკაშის ცვლილება მხოლოდ ვარსკვლავის შიგნით მიმდინარე უნიკალურ პროცესებს უკავშირდება. შინაგანი არასტაბილურობიდან გამომდინარე ვარსკვლავის შიგთავსი გარეთ გამოდის, რის გამოც ვარსკვლავი ხან ფართოვდება ხან იკუმშება. გარდა ამისა ვარსკვლავის სიკაშკაშეზე მაგნიტური ველიც ზემოქმდებს, რომლის მოდელირებაც ჩვენს პირობებში საკმაოდ რთული ამოცანაა.

როგორც არ უნდა იყოს იქ ჩვენთვის მთავარია ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის და ცაზე გრანდიოზული კოსმოსური სანახაობა გველის, რომლის დანახვაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან იქნება შესაძლებელი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here