NASA Eagleworks ლაბორატორიის დოკუმენტები ადასტურებს, რომ შეუძლებელი ძრავა EmDrive სინამდვილეში არსებობს და შესანიშნავადაც მუშაობს. მოწყობილობის მუსაობის პრინციპები შეუძლებელია აიხსნას კლასიკური ენერგიის შენახვის კანონებით. აგრეგატის ახალი ვერსია მისმა შემქმნელმა უკვე დააპატენტა და 1,2 მილინიუტონ გამწევ ძალას აგენერირებს კილოვატზე, ვაკუუმის პირობებში.

EmDrive-ის თავისებურება იმაშია, რომ ის საწვავის გარეშე მუშაობს, რაც ძრავის მასას ამცირებს და ნაწილობრივ მის სიმძლავრესაც აკომპენსირებს. NASA-ში გამოთვალეს და აღმოჩნდა, რომ EmDrive-ით მარსზე გაფრენას სულ რაღაც 10 კვირა დასჭირდება.

NASA Eagleworks-ის მონაცემებით, პირველი ტესტირების შედეგები არასწორი იყო და მაში სპეციალისტებს გათვალისწინებული არ ქონდათ გარეშე ფაქტორების ზეგავლენა. მეორადი ტესტების შემდეგ გაზომვებში დაშვებული შეცდომები გამოსწორდა და მიღებული შედეგებიც კორექტულია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here