305 მეტრიანი არესიბოს რადიოტელესკოპი ერთ-ერთი უდიდესი ასტრონომიული ობსერვატორია იყო, რომლის ნგრევაც მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო, ხოლო ნოემბერში მისი დაშლა გადაწყვიტეს.

გუშინ დაახლოებით 01:55-ზე ტელესკოპის ინსტრუმენტული პლატფორმა ჩამოინგრა, რამაც ანტენისა და გარშემო ობიექტების დაზიანება გამოიწვია. ნგრევას მსხვერპლი არ მოყოლია.

ექსპერტები ცდილობენ შეაფასონ ზარალი და პოტენციური საფრთხე გარემოსთვის კონსტრუქციის ნგრევის შედეგად.

სამუშაოების დასრულებისთანავე შეეცდებიან ობსერვატორია სხვა დაკვირბებვებისთვის გამოიყენონ თუ ამის საშუალება იქნება.

ამერიკის მეტეოროლოგიური საზოგადოების წვდრი დებორა მარტორელია ტვიტერში აქვეყნებს ფოტოგრაფიებს ტელესკოპის ნგრევამდე და მის შემდეგ. პირველი სურათი 30 ნოემბერსაა გადაღებული, ხოლო მეორე 1 დეკემბერს. ბოლო გამოსახულებაზე ჩანს, რომ ჩამოინგრა ანტენის გამსხივებელი, რომელიც ტროსებით იყო მიმაგრებული ტელესკოპის ამრეკლ სარკეზე.

აგვისტოში გაწყდა ერთ-ერთი დამხმარე ტროსი. ტელესკოპის ანტენაში ხვრელი გაჩნდა. რამდენიმე თვეში დეცა ერთ ერთი მთავარი პლატფორმის საყრდენი ტროსი. 20 ნომებრეს ობსერვატორიამ შეწყვიტა ყველანაირი დაკვირვება.

1974 წელს არესიბომ პრიველი მძლავრი რადიო სიგნალი დაჭირა, რომელიც შესაძლოა არამიწიერმა ცივილიზაციამ გამოგზავნა კოსმოსში. 2014 წელს ტელესკომპმა დაამტკიცა მოკლე რადიო იმპულსების არსებობა. 2016 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს სწრაფი რადიო იმპულსები, რომლებიც ერთი წყაროდან მოდიოდა.

აშენებიდან 50 წლის განმავლობაში ობიექტმა გაუძლო უამრავ ქარიშხალს, ტროპიკულ შტრომსა და მიწისძვრებს. ნგრევის დაწყებადმე ცდილობდენენ ის აღედგინათ ქარიშხალი მარიას მიერ მიყენებული ზარალისგან, რომელიც ტელესკოპს 2017 წელს დაატყდა.

წინა სტატიაAndroid for Windows Subsystem: Microsoft ახალ Project Latte-ზე მუშაობს
შემდეგი სტატიასინგაპურში პირველად გაიყიდება ხელოვნური ხორცი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი