ხორცის ალტერნატივაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. FoodTech-ის კვლევების თანახმად უახლოეს მომავალში ხელოვნური ხორცი ბაზრის 10% დაიკავებს. უმთავრესად ეს მომხმარებლების მხრიდან ჯანმრთელობაზე, ცხოველების ბედზე და გარემოზე ზრუნვით არის გამოწვეული. ახლა რესტორნებში და სუპერმარკეტების თაროებზე შეიგიძლიათ ნახოთ ხორცპროდუქტები, რომლებიც მცენარეულ ბაზაზეა დამზადებული.

სფეროს განვითარების შემდეგი ეტაპი “სუფთა” ან “კულტივირებული” ხორცია. მისი გამოყვანა ცხოველების უჯრედებისგან ხდება ლაბორატორიებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება საწყის ეტაპზეა, პირველი სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და 2 დეკემბერს სინგაპურმა ოფიციალურად გასცა ნებართვა გაიყიდოს ლაბორატორიული ქათმის ხორცი. გაყიდვებს კომპანია Eat Just დაიწყებს, რითაც ის პირველი “სუფთა ხორცის” სტარტაპი გახდება მსოფლიოში.

ფირმა აცხადებს, რომ ხორცი ნაგეთსების სახით გაიყიდება და დამატებითი დეტალები პროდუქტის გაშვების შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება. ადრე ცნობილი გახდა, რომ ერთი ნაგეთსის ფასი 50 დოლარი იქნება. როგორც ხედავთ ფასი არც ისე ხელმისაწვდომია და საკამრისი იქნება თუ არა ახალი საკვების შეძლებული მომხრეების რაოდენობა ახალი პროექტის წარმატებისთვის დრო გვაჩვენებს.

წინა სტატიაპუერტო-რიკოში არესიბოს რადიოტელესკოპი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაQualcomm-ის ახალი ფლაგმანური SoC: Snapdragon 888, Cortex X1, Wi-Fi 6E და 5G

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი