წელს, TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართება, რაც ნიშნავს იმას, რომ ტედ აუდიტორიის წინაშე ახალგაზრდები და „ზრდასრული“ სპიკერები ერთად პირველად წარსდგებიან.

TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 1 დეკემბრის  ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი ინოვაციური იდეების  საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების მიზანი იქნება, მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში, აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ.

6 სპიკერი, ინოვატორი, რომელსაც სხვებისათვის გასაზიარებელი საინტერესო იდეა ან ხედვა აქვს, წარსდგება 700 სტუმრისა და ბევრად მეტი ინტერნეტ მომხმარებლის წინაშე.

მეექვსე ყოველწლიური ღონისძიება #TEDxTbilisi 2018 წლის 1 დეკემბერს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება.

წინა სტატია33 ქვეყანაში მობილური ინტერნეტი wifi-ზე სწრაფად მუშაობს
შემდეგი სტატიაdomenebi.ge Google Gmail-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი