2018 წელს Bose-მა გამოუშვა სათვალეები, რომელშიც ჩაშენებული იყო დინამიკები. კომპანიამ იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა რომ ეს კარგი იდეა იყო. შედეგად, დღეს კვლავ გამოუშვა 3 ახალი სათვალე იგივე ფუნქციონალით.

სათვალეების ხაზი შედგება ორი მოდაზე ორიენტირებული მოდელისაგან Frames Tenor და Soprano. მესამე შედარებით სპორტულია Frames Tempo – განკუთვნილია ველოსიპედისათვის, ლაშქრობისთვის და სხვ. Bose ამბობს, რომ სათვალეებს გაუმჯობესებული აუდიო ხარისხი აქვს და ყველა მათგანი შექმნილია ყველაზე პატარა ზომის დინამიკებით.

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ სათვალეების ორივე მხარეს მკაფიოდ შეიმჩნევა უზარმაზარი მიშენება. სათვალეები პოლარიზებული ლინზისგანაა შექმნილი.

Tenor-სა და Soprano-ს 16მმ-იანი დინამიკები აქვს. 5.5 საათი ძლებს ბატარეა და დამუხტვა შესაძლებელია სპეციალური კონეკტორით. წინიდან გამოიყურება როგორც ერთ-ერთი რიგითი მოდური სათვალე.
Tempo უფრო პრაქტიკული მოდელი ჩანს. Bose ამტკიცებს რომ აუდიო ხარისხი ბევრ სხვა დინამიკთან შედარებით ძალიან კარგი აქვს. ის იყენებს 22მმ-იან დრავერს, რომელსაც შეუძლია ისეთი ხმა გამოსცეს რომ ველოსიპედის ტარების დროსაც გავიგოთ – 25 მეგაჰერცამდე. Tempo-ს ბატარეა 8 საათამდე ძლებს და მისი დამუხტვა შესაძლებელია USB-C-ს გამოყენებით.

სათვალეები ხელმისაწვდომია $249.95-დან. მოდური სათვალეების გარდა კომანიამ ასევე დააანონსა AirPods-ის კონკურებტი Bose Sport Earbuds $ 179.95-ად და Bose QuietComfort Earbuds $279.95-ად.

წინა სტატიაYoutube როგორც TikTok-ის კონკურენტი?!
შემდეგი სტატიაFacebook-მა Oculus Quest 2 – ვირტუალური რეალობის გარნიტურა წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი