კომპანია Facebook-მა წარმოადგინა Oculus Quest 2 ვირტუალური რეალობის გარნიტურა. Quest 2 უფრო პატარა და მუბუქია, უერთდება პერსონალურ კომპიუტერს და აქვს 90 ჰერცი სიხშირე.

Oculus Quest 2 68 გრამით მსუბუქია Quest 1-ზე. უკეთესი ერგონომიულობისთვის გაუმჯობესდა კონტროლერები და ქამარი. გარნიტურა Qualcomm Snapdragon XR2 პროცესორზე მუშაობს. ოპერატიული მეხსიერება 6 გიგაბაიტამდე გაიზარდა. ჩაშენებული მეხსიერება 64 გიგაბაიტია და 100$-ით უფრო ძვირად ღირებულ მოდელში ის 266 გიგაბაიტამდეა გაზრდილი.

OLED ეკრანის ნაცვლად Quest 2-ში გამოიყენება LCD მატრია 1832 x 1920 გარჩევადობით. ჯერ-ჯერობით განახლების სიხშირე 72 ჰერცია, თუმცა პროგრამული განახლებით მომავალში ის 90 ჰერცამდე გაიზრდება.

გარდა ამისა გარნიტურისთვის შეიძლება აქსესუარების შეძენა, როგორიცაა რეგულირებადი ქამარი და კაბელი. ქამარი Elite Strap $49 ღირსდა უფრო მოსახერხებელი და საიმედოა. ასევე არის შესაძლებელი გარნიტურაზე მიმაგრებად დამატებით აკუმალტორი, რომელიც ავტონომიური მუშაობის დროს ახანგრძლივებს და მისი ღირებულებაა $129. კაბელი Oculus Link (USB 3.0 Type-C) 79$ საშუალებას მოგცემთ გარნიტურა პერსონალური კომპიუტერს მიუერთოთ Oculus Rift-ისთვის ხელმისაწვდომი თამაშებითვის. ორიგინალური Oculus Rift-ის წარმოება Facebook-მა უკვე შეწყვიტა.

წინა სტატიაBose-ის სათვალეები დინამიკებით
შემდეგი სტატიაკონცეპტუალური Mercedes Benz GenH2 თხევად წყალბადზე მუშაობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი