ამ დღეებში კომპანია Mozilla-მ გამოუშვა ბრაუზერ Firefox-ის სტაბილური, 53-ე ვერსია; რომელიც გამოირჩევა ახალი ძრავით, კომპაქტური თემებით, ინტერფეისში ცვლილებებით და სხვა სიახლეებით. ამის შემდგენ კი, Mozilla_მ განაცხადა, რომ ახალ ექსპერიმენტულ ვებ-ძრავა Servo-ს გააჩნია WebVR 1.1-ის მხარდაჭერა. უტილიტა WebVR 1.1 Google-მა გასულ წელს წარმოგვიდგინა. შეგახსენებთ რომ WebVR მხარდაჭერიალია ბრაუზერ Chrome-ის 56-ე ვერსიიდან და შემქმნელებს საშუალებას აძლევს მოახდინონ საიტების ოპტიმიზაცია ვირტუალურ რეალობაში. სიახლე ისაა, რომ უკვე ბრაუზერი Firefox-იც იქნება VR-საიტებთან თავსებადი.

ამ დროისთვის, ძრავა Servo-ს აქვს მხოლოდ პლატდორმა Daydreeam VR-ის და თავსებადი კონტროლერების მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ Firefox-ში ვირტუალური რეალობის საიტების შეფასებას ჯერჯერობით მხოლოდ Daydream View გარნიტურის და მხარდაჭერილი ანდროიდ სმარტფონის მფლობელები შეძლებენ. შემქმნელები გვპირდებიან, რომ სამომავლოდ დაემატება Samsung Gear VR მხარდაჭერა. შედარებისათვის, Chrome-ში VR-საიტების დათვალიერება შეიძლება ნებისმიერ VR-გარნიტურიდან პლატფორმა Cardboard-ის მხარდაჭერის გამო.

 

წინა სტატიაWindows 10 Cloud – 4 გიგაბაიტი RAM და 4 ბირთვიანი პროცესორი
შემდეგი სტატიაGalaxy S8-ს წინა კამერას ოპტიკური სტაბილიზაციის ფუნქცია აქვს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი