Mozilla-ს განცხადებით Firefox 90-ში ამოღებული იქნება FTP-ს მშობლიური მხარდაჭერა.

ამჟამად მხარდაჭერა გამორთულია Nightly და Beta არხებზე და გამორთულია 2021 წლის 19 აპრილის Firefox 88 სტაბილურ ვერსიაში. მხარდაჭერა მთლიანად მოიხსნება Firefox 90– ში. FTP გამორთვის შემდეგ, Firefox სხვა პროტოკოლების მსგავსად ბმულებს შესაბამის აპლიკაციებს გადასცემს.

როდესაც მხარდაჭერა დასრულდება, ბრაუზერის Setting.ftpProtocolEnabled პარამეტრი მხოლოდ წაკითხვადი გახდება.

Ftp მხარდაჭერის ამოღების კომპენსაციისთვის, ის დაემატა ბრაუზერის გაფართოებების მხარდაჭერილ პროტოკოლელბის სიას.

FTP მხარდაჭერის კოდი ჯერ არ არის მთლიანად წაშლილი Firefox 88-ში და მხარდაჭერა შეიძლება დროებით დავაბრუნოთ სანამ არ გამოვა Firefox 90.

წინა სტატიაSpaceX-მა მთვარის პროგრამა დაიწყო
შემდეგი სტატიაგამოვლინდა Intel-ისა და AMD-ს პროცესორების ცნობილი მოწყვლადობების გამოყენების ახალი მეთოდი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი