ბევრი მომხმარებლისათვის ინტერნეტში ანონიმურობა და დაცულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, გასული წლის ბოლოს კომპანია Mozilla-მ iOS-სთვის გამოუშვა სპეციალური ბრაუზერი Firefox Focus, რომელიც მოწოდებულია მაქსიმალურად დაიცვას მომხმარებელი. ნახევარი წლის შემდეგ შემქნმელებმა გამოაცხადეს აპლიკაციის Android-სათვის გამოშვების შესახებ. Mozilla-მ არათუ განაახლა არსებული აპლიკაცია, არამედ შექმნა სრულიად ახალი.

შემქმნელების განცხადებით, მათ მაქსიმალური ყურადღება დაუთმეს აპლიკაციის სიმარტივეს. ბრაუზინგის საიდუმლო რეჟიმში გადასასვლელად კი საჭირო არ არის ახალი ტაბი შექმნა, თქვენ ავტომატურად იმყოფებით საიდუმლო რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ Android-ის ყველა სხვა ბრაუზერის მოცულობასთან შედარებით, Firefox Focus ყველაზე მცირე – 3,5მბ-ია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here