ბილაინის აპლიკაცია MyBeeline-ის მომხმარებლებისთვის იწყებს ახალ ტრადიციას – Happy Day. 

Happy Day-ს ფარგლებში ბილაინის მომხმარებლები სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით. 

Happy Day-ს შეთავაზება პერიოდულად და დაუანონსებლად ჩნდება MyBeeline აპლიკაციაში. 

შეთავაზების არსებობის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი იგებს ბილაინის ფეისბუკის გვერდიდან, SMS-ითა და ვებგვერდის www.beeline.ge მეშვეობით, უშუალოდ Happy Day-ს დღეს, ხოლო შეთავაზების სრულად ნახვა მხოლოდ MyBeeline აპლიკაციითაა შესაძლებელი. 

ბილაინის პირველი Happy Day 8 ნოემბერს გამოჩნდა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ შეეძინათ iPhone XS 64 GB მხოლოდ 2499 ლარად, ნაცვლად 3499 ლარისა და საჩუქრად მიეღოთ 64GB ბილაინის მობილური ინტერნეტი ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში. 

ხსენებულ შეთავაზებას ბილაინის მომხმარებლები დიდი მოწონებით გამოეხმაურენ და გამოცხადებიდან 2 საათში ყველა სმარტფონი გაიყიდა. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here