Prisma არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ფოტო გადავაქციოთ ხელოვნების ნიმუშად. iOS-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ არა მხოლოდ ფოტო აქციონ ხელოვნების ესკიზად, არამედ არაუმეტეს 15 წამის ხანგრძლივობის ვიდეოც. ამ დროისთვის ხელმისაწვდომია 9 განსხვავებული სტილი. სტილის არჩევის შემდეგ საჭიროა დაველოდოთ, სანამ ალგორითმი დაამუშავებს თითოეულ კადრს.

johoub4i1ff6xz13di00ge36islrqlq

შესაძლებელია ვიდეოს ამავე აპლიკაციით ჩაწერა ან უკვე ჩაწერილი ვიდეოს გამოყენება. აპლიკაციის მუშაობისათვის საჭიროა iOS 10 და ცოტაოდენი მოთმინება, რადგან პროცესი საჭიროებს გარკვეულ დროს ვიდეოს ხანგრძლივობის, მისი გარჩევადობის და iPhone-ის მოდელის მიხედვით.

Android-ის მომხმარებლებს მოუწევთ უფრო მეტი მოთმინება, რადგან ჯერჯერობით ამ საოპერაციო სისტემისთვის აპლიკაციას არ აქვს ვიდეოს მხარადჭერა. შემქნელების თქმით, ისინი გეგმავენ GIF-ანიმაციის ფუნქციის დამატებასაც.

წინა სტატიაNokia 1100 ჭკვიან საათად გადააკეთეს
შემდეგი სტატიაSamsung-მა შეწყვიტა Galaxy Note 7-ის საექსპორტო წარმოება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი