7 ბეტა რელიზის შემდეგ, როგორც იქნა გამოვიდა iOS 10.2 ფინალური განახლება, რომელიც ყველა iOS 10 თავსებად მოწყობილობაზეა ხელმისაწვდომი. უფრო ზუსტად ეს არის iPhone 5, მე-6 თაობის iPod touch, iPad mini 2, ipad 4 და უფრო ახალი მოდელები. iOS 10.2 საკმაოდ დიდი განახლებაა და მათ შორის არის Unicode 9.0 სმაილები, რამდენიმე iPhone 7-ის ვოლფეიფერი, TV აპლიკაცია და ეფექტები iMessage-თვის.

უმთავრესი განახლებების სია:

  • სამი ახალი ვოლფეიფერი (მხოლოდ iPhone 7 და iPhone 7 Plus);
  • Unicode 9.0 – ახალი სმაილები;
  • “Home” – ღილაკზე ხანგრძლივად დაჭერის პარამეტრები;
  • “iMessage” აპლიკაციის ახალი საზეიმო ეკრანი;
  • “iMessage” აპლიკაციაში დაემატა ახალი ეფექტი Love;
  • “Music” აპლიკაციაში დაბრუნდა რეიტინგების გამოსახვა ტრეკებისთვის ვარსკვლავების სახით;
  • შესაძლებელია ფლეილისტების, ალბომების და სიმღერების ახალი პარამეტრებით დალაგება;
  • ყურსასმენების ახალი ხატულა ზედა პანელში, როცა Bluetooth ყურსასმენს ან დინამიკს აერთებთ;
  • ახალმა TV აპლიკაციამ ჩაანაცვლა “Video”;
  • ახალი ვიჯეტი TV აპლიკაციისთვის;
  • “Health” აპლიკაციაში შეიძლება კონტაქტის მითითება საგანგებო მდოგომარეობისთვის;
  • გამოჩნდა სასწრაფო დახმარების გამოძახების ფუნქცია 5-ჯერ სწრაფად “Home” ღილაკზე დაჭერით;
  • “Music” აპლიკაციაში გამოჩნდა დაკვრის ტიპის შემოთავაზებები;
  • კამერის აპლიკაციის პარამეტრებში შეიძლება გადაღების ბოლო რეჟიმის დამახსოვრების ჩართვა;

ამის გარდა Apple-მა გამოუშვა watchOS 3.1.1 განახლება, რომელში შედის ახალი Unicode 9.0 სმაილები და ზოგიერთი სმაილისთვის შეიძლება კანის ფერის შერჩევა. კიდევ ერთი განახლება გამოვიდა tvOS 10.1-ის სახით, რომელშიც Single Sign-On ფუნქცია დაემატა, რაც კონტენტის პროვაიდერებთან ერთიანი ავტორიზაციის საშუალებას იძლევა. ასევე დაემატა ახალი TV აპლიკაცია, რომელიც კონტენტს სხვა და სხვა წყაროებიდან აგროვებს და ერთ ინტერფეისში აერთიანებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here