ამერიკულმა კომპანია Apple-მა 450 მილიონი დოლარი დახარჯა, რათა iPhone 14-მა გადაუდებელი შემთხვევებისთვის სატელიტებთან დაკავშირება შეძლოს. სმარტფონები თანამგზავრების საშუალებით მონაცემთა გადაცემას შეძლებენ. საუბარია SOS სიგნალის გაგზავნის შესაძლებლობაზე. Apple-მა უკვე დაადასტურა, რომ ფუნქცია აშშ-სა და კანადის მაცხოვრებლებისთვის ნოემბრის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც აღინიშნა, Apple-მა ამ ფუნქციისთვის 450 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა: თანხების უმეტესი ნაწილი Globalstar-მა მიიღო, რომლის თანამგზავრებთანაც ახალ iPhone-ები დაკავშირებას შეძლებენ.
ფუნქცია iPhone 14-ის მომხმარებლებს ხაზგარეშე რეჟიმში ყოფნის დროსაც კი სასწრაფო დახმარების სერვისებს დააკავშირებს.
Globalstar-ის მიწისზედა სადგურები ახლა მაღალი სიმძლავრის ახალ ანტენებს იყენებენ, რომლებიც სპეციალურად Apple-ისთვის შეიქმნა კომპანია Cobham Satcom-ის მიერ. დაფარვის გასაუმჯობესებლად, ანტენები Globalstar-ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა სახმელეთო სადგურზე დამონტაჟდა, მათ შორის ახალ სახმელეთო სადგურებზე ნევადასა და ჰავაიში, ასევე არსებულ უბნებზე ტეხასში, ალასკაში, ფლორიდასა და პუერტო რიკოში. თითოეულ სახმელეთო სადგურზე რამდენიმე ანტენა თანამგზავრებთან ამყარებს კავშირს. მათ მომხმარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გადასცემს, რათა საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელმა საჭირო დახმარება მიიღოს.

წინა სტატიაStack Next – პირველი კოლაბორაციული ბრაუზერი ინტერნეტ სივრცეში
შემდეგი სტატიაApple-მა გააკეთა იაფი iPad პლასტიკური ჩანთით, მაგრამ გადაიფიქრა გაყიდვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი