Apple-ის მერ გავრცელებულ ანგარიშში სადაც 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანური ანგარიშია წარმოდგენილი აღნიშნულია, რომ მოგება 5%-ით შემცირდა ვიდრე ეს გასული წლის იგივე პერიოდში იყო.

კომპანიამ 84,3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც დაგეგმილი 89-93 მილიარდზე ნაკლებია. მოგებამ 19,97 მილიარდი დოლარი შეადგინა. გასულ წელს შემოსავალი და მოგება იგივე პერიოდში 88,3 და 29,1 მილიარდი დოლარი იყო შესაბამისად.

ვარდა გამოწვეულია ჩინურ ბაზარზე წარმოქმნილი პრობლემების გამო, რაც შემოსავლის 27%-ით შემცირებით არის გამოხატული. საერთო ჯამში iPhone-ებიდან შემოსავალი 15%-ით დაეცა, iPad და Mac 17% და 9%-ით გაიზარდა.

იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს გაყიდვები კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა მოწყობილობებზე ფასების დაწევა დააანონსა იმ ქვეყნებში სადაც ადგილობრივი ვალუტა გაიაფდა დოლართან მიმართებაში. კონკრეტული რეგიონები არ სახელდება, მაგრამ მათ შორის შეიძლება მოხვდეს ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და თურქეთი.

არის პოზიტიური სიახლეც, რომელიც Apple-ის სერვისებს ეხება: პროგრამული პროდუქტები, რომელთა შორისაა Apple Music და App Store – 10,9 მილიარდი შემოსავალი მოუტანა კომპანიას, რაც 19%-ით მეტია ვიდრე გასულ წელს.

მომდევნო კვარტალში Apple-ის მოლოდინით კომპანიამ 55-59 მილიარდი დოლარი უნდა გამოიმუშაოს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here