განხილვებიდან ჩანს, რომ Apple-ის M1 ჩიპი ძალიან სწრაფია, თუმცა აპლიკაციების მხარდაჭერა და მათი ოპტიმიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელზეც ახალი პლატფორმის მხარდაჭერაა დამოკიდებული. Adobe-ის Creative Cloud აპლიკაციები ჯერ-ჯერობით მოხლოდ Rosetta 2 ემულატორითაა გაშვებადი, თუმცა კომპანიამ უკვე გამოუშვა Photoshop-ის პირველი ბეტა რელიზი Apple-ის სილიკონისთვის.

როცა Adobe უშვებს beta-ს ის რეალურად ბეტაა. მასში ჯერ-ჯერობით არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციონალი, როგორიცაა content aware fill და photomerge. გარდა ამისა Adobe გვაფრთიხლებს, რომ სუბიექტის მონიშვნაც შესაძლოა ხარვეზებით მუშაობდეს ან ნელი იყოს. ასევე არ არის ყველა ფორმატის ფაილის გახსნა შესაძლებელი.

“ეს არ არის Photoshop-ის სრულფუნქციური ვერსია; მას აქვს გარკვეული ლიმიტები განსხვავებით ოფიციალური ვერსიისგან მაკინტოშზე”, ამბობს კომპანია. “დროთა განმავლობაში ხელმისაწვდომი გახდება მეტი ფუნქციონალი”.

თუ უკვე გაქვთ ახალი მაკი დღეიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ Photoshop-ის ბეტა ვერსია, რომელიც ახალი თაობის კომპუტერებზე არის გათვლილი.

წინა სტატიაApple M1 ჩიპში ჩაშენებული გრაფიკა Nvidia GeForce 1050Ti-ის დონისაა
შემდეგი სტატიაSpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Crew Dragon-ით რეგულარული მისია შეასრულა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი