Apple-მა არ მისცა Facebook-ს უფლება თავისი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ეჩვენებინა, რომ მათ მიერ აპლიკაციაში დახარჯული ან შემოწირული თანხის ნაწილი App Store-ს ბეგარის სახით მიაქვს.
Facebook-ის აგვისტოს განახლებაში დამატებულია ქველმოქმედებსი ფუქნცია, რომელიც ვირტუალური ბილეთების სახითაა ონლაინ კონცერტებზე და სხვა და სხვა ტრანსლაციებზე, რომლებსაც მხსახიობები, მომღერლები და უბრალო მომხმარებლები მართავენ. სოციალურმა ქსელმა გადაწყვიტა ამგვარად დახმარებოდა კონტენტის შემქნელებს და ცდილობს ნაწილობრივ აუნაზღაუროს პანდემიის გამო შემცირებული შემოსავლები.
Facebook აპირებდა Apple-თან შეთანხმებას, რომ ამ შემთხვეაში არ მომხდარიყო 30%-ის ჩამოჭრა გადახდილი თანხიდან, თუმცა Apple-მა ამაზე უარი განუცხადა.
ამის შემდეგ დეველოპერებმა გადაწყვიტეს აპლიკაციაში დაემატებინათ ინფორმაცია ამ კომისიის შესახებ გადახდის მომენტში. ახალი ფუნქციის ანონსისას Facebook-მა მომხმარებლებს აჩვენა სქრინშოტები ამ შეტყობინებით.
აპლიკაციის ვერსია აღნიშნული ინფორმაციით App Store-ის მოდერატორებმა დაბლოკეს. ბლოკირების მიზეზად დასახელებულია დეველოპერის მხრიდან მომხმარებლისთვის “არარელევანტური” ინფორმაციის ჩვენება აპლიკაციაში.
ადრე Apple-მა დაბლოკა Facebook Games აპლიკაცია, რომელშიც თამაშების სტრიმების ყურება არის შესაძლებელი.