შეპირებისამებრ კომპანია Apple-მა დაიწყო Intel-ის პროცესორებიდან საკუთარ ARM ჩიპებზე გადასვლა, რითაც მათი პროდუქტები უფრო უახლოვდებიან მათ სმარტფონებსა და პლანშეტებს.

5‑ნანომეტრიანი პროცესორი

16 მილიარდი ტრანზისტორი

Apple-ის პირველი სამაგიდო პროცესორი M1 ჩიპი გახდა. ეს პირველი ჩიპია 5-ნანომეტრიან ტექპორცესზე ნოუთბუქებისთვის. მას აქვს 8 ბირთვი, რომელიც დაყოფილია ორ კლასტერად: ოთხი მაღალი წარმადობის ბირთვი და ოთხი ენერგოეფექტური საბაზისო ამოცანებისთვის.

Apple გვპირდება, რომ მათი პროცესორი მეტ სიმძლავრეს მოგვცემს ყოველ ვატ მოხმარებულ ენერგაზე.

Apple M1 – ეს არის სისტემა კრისტალზე, ცალკეული ჩიპი, რომელზეც მოთავსებულია ყველა ელემენტი როგორიცაა: პროცესორი, გრაფიკა, ნეირო-ჩიპი, მეხსიერბის კონტროლერი და ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასეთივე კონსტრუქცია და არქიტექტურა აქვს ყველა თანამედროვე სმარტფონს.

ახალი არქიტექტურის წყალობით, ახალი ნოუთბუქები მყისიერად აქტიურდება სმარტფონების მსგავსად. თანამედროვე MacBook, რომელიც Intel-ის x86 პროცესორზეა აგებული სწრაფად აქტიურდება, მაგრამ გარკვეული შეყოვნება მაინც არის, ხოლო M1-ზე აგებულ მაკს არ “ძინავს” მათ მუშაობა ფონურ რეჟიმში შეუძლიათ ისევე, როგორც სმარტფონებს გამორთული ეკრანით.

საკუთარ არქიტექტურაზე გადასვლის შესამსუბუქებლად Apple-მა მოამზადა უნივერსალური აპლიკაციები, რომლებიც ერთანიარდა მუშაობენ x86 და ARM პლატფორებზე. ასევე არის სპეციალური ინსტრუმენტი Rosetta 2 – ეს არის ძველი არქიტექტურის ემულატორი კლასიკური პროგრამებისთვის ახალ ARM პროცესორზე. კომპანია ამბობს, რომ ზოგიერთი აპლიკაცია ასეთ რეჟიმი ხშირად უკეთასადაც კი მუშაოებნ ვიდრე Intel-ის პროცესორებზე. თუმცა იქნება აპლიკაციებიც, რომლებიც ამ რეჟიმშიც კი არ იქნება მხარდაჭერილი.

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ის არის რომ, Apple 1-ზე დაფუძნებული კომპიუტერები გაუშვებენ ყველა აპლიკაციას, რომელიც განკუთვნილია iPad და iPhone მოწყობილობებისთვის, რაც ათეულობით ათას თამაშსა და აპლიკაციას გვაძლევს.

ახალი თაობის მაკები

პირველი კომპიუტერი Apple M1-ზე გახდა MacBook Air – ყველაზე ხელმისაწვდომი ნოუთბუქი Apple-ის ხაზში. ის არაფრით არ განსხვავდება ვიზუალურად წინამორბედისგან და ცვლილება მხოლოდ შიდა კომპონენტებს შეეხო. კომპანია გვპირდება, რომ წარმადობა და ენერგომოხმარება გაუმჯობესდება რაც 18 საათი ვიდეო რეჟიმში და 15 საათი ბრაუზერის რეჟიმში მუშაობით გამოიხატება.

არ შეიცვალა ფასი და სასტარტო კონფიგურაცია ტრადიციულად 999$ ეღირება 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი SSD დისკით.

მეორე კომპიუტერი ახალი პროცესორით გახდა Mac Mini. ის ძალიან პატარაა და განკუთვნილია არც ისე მაღალი წარამდობის პროცესებისათვის. ის საკმარისი იქნება საოფისე ამოცანებისთვის, ფოტო/ვიდეო და საშუალო გრაფიკის მქონე თამაშებისთვის.

ფასი — $699-დან.

ბოლო სიახლე დღეისთვის იყო 13 დიუმიანი MacBook Pro. მაში იგივე Apple M1 პროცესორია, მაგრამ უკვე აქტიური გაგრილებით Air-ისგან განსხვავებით. მას უფრო დიდი კორპუსი აქვს და შესაბამისად უფრო დიდი მოცულობის აკუმლატორი. შესაბამისად მას 20 საათი ვიდეო და 18 საათი ბრაუზერის რეჟიმში შეუძლია მუშაობა. ეს ყველაზე ავტონომიური MacBook Pro იქნება ისტორიაში.

ფასიც უცვლელი დარჩა და საბაზისო მოდელი 1299$ ეღირება.

პრეზენტაციის სრული ვიდეო:

წინა სტატიაOnePlus 8T Cyberpunk 2077 Edition
შემდეგი სტატიაRaspberry Pi 400 – რა, ვისთვის და რისთვის გამოგვადგება?

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი