iPhone X-ის გაყიდვების დაწყებიდან ორი კვირაც არ არის გასული, როცა მომხმარებლები მე-3 სერიოზულ პრობლემაზე ალაპარაკდნენ. შეგახსენებთ, ადრე გაირკვა, რომ X-ის ეკრანები ეკიდება სიცივეში, ხოლო ზოგიერთ ეკრანს მწვანე ზოლი გაუნჩნა მთელს სიგრძეზე. ახალი პრობლემა ხმას უკვაშირდება. უკვე რამდენიმე ათეულმა მომხმარებელმა დაწერა სოციალურ ქსელებში, რომ მაღალ და მაქსიმალურ სიმაღლეზე მოსმენისას ხმა ხარვეზებით ისმის.

კომპანია Apple-ს ჯერ არ გაუკეთბია კომენტარი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ხმის ხარისხი ამ ბოლო დროს ხშირი პრობლემა გახდა. მსგავსი ხარვეზები iPhone 8, iPhone 8 Plus და მოგვიანებით Pixel 2-საც აღმოაჩნდა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here