iPhone X-ის ჩარჩო უჟანგავი ფოლადისაა და ის უფრო მყარი და საიმედოა ვიდრე ალუმინი, მაგრამ ამავდროულად ის უფრო მგრძნობიარეა ნაკაწრების მიმართ. ფოტოზე ჩანს თუ როგორ გამოიყურება Lightning პორტის მიმდებარე ზედაპირი გარკვეული დროის შემდეგ.

თავიდან ჩათვალეს, რომ ეს ერთეული შემთხვევა იყო, მაგრამ შემდგომში კიდევ უფრო მეტმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა მსგავსი ფოტოები. აღმოჩნდა, რომ ხმარებისგან საღებავი აქტიურად ძვრება ქვედა და გვერდითა ნაპირებიდან.

სავარაუდოდ ეს შეიძლება დიდწილად მომხმარებლების უდიერი მოპყრობით იყოს გამოწვეული, თუმცა სანამ შეიძენთ მაინც უკეთესია დაფიქრდეთ ქეისის შეძენაზეც. რა თქმა უნდა ასეთი ძვირად ღირებული და ლამაზი გაჯეტის ქეისის მიღმა დამალვაც არ არის კარგი იდეა.

წინა სტატიაOne Plus 5T – ოფიციალურად წარმოადგინეს
შემდეგი სტატიაIntel შეწყვეტს BIOS-ის მხარდაჭერას 2020 წლიდან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი