Raspberry Pi 400 – ახალი მოწყობილობა კლავიატურის ვიზუალით, რომლეშიც სრულად ფუნქციური კომპიუტერია მოთავსებული. მოწყობილობა 70$ ღირს.

Raspberry Pi Foundation-მა წარმოადგინა ახალი მოწყობილობა, რომელმაც Raspberry Pi 400 სახელი მიიღო. წინა სისტემებისგან განსხვავებით ეს არ არის უბრალოდ ერთ-პლატიანი კომპიუტერი. უფრო ზუსტად ის მოთავსებულია კლავიატურაში და გარკვეული დამატებითი ფუნქციებიც აქვს.

მოწყობილობას ხშირად “ახალი Spectrum”-ის სახელით მოიხსენიებენ, თუმცა ეს მხოლოდ ნოსტალგიაა და ახალ პროდუქტს რეტრო-კომპიუტერთან არაფერი საერთო არ აქვს. კლავიატურის შიგნით მოთავსებულია Raspberry Pi 4G, რომელიც ადაპტირებულია ახალი ფორმ-ფაქტორისთვის. საბაზისო მოწყობილობა ღირებულებით 70$ შეიცავს, მაუსს, კვების ბლოკს, საჭირო კაბელებს, microSD ბარათს და Raspberry Pi Beginner’s Guide-ის ასლს.

საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება. მოწყობილობა ყურადღებას იქცევს უჩვეულო ფორმ-ფაქტორით და რეტრო-კომპიუტერს მოგაგონებთ, როგორებიც იყო Commodore 64, “მიკროშა” და ZX Spectrum.

კლავიატურის ზომებია – 283 x 120 x 20 მმ. როგორც მომხმარებლები ამბობენ კლავიატურა მოხერხებულია და მასზე მუშაობა პრობლემებს არ ქმნის. მაგრამ კლავიატურა არ არის ყველაფერი, რაც ახალ კომპიუტერს გამოარჩევს, რადგანაც უკანა პანელზე მას უამრავი პორტი აქვს, როგორიცაა GPIO, მეხსიერების ბარათების სლოტი, ორი micro HDMI პორტი, ორი USB3.0 და ერთი USB 2.0 პორტი. ასევე არის გიგაბიტიანი ქსელის პორტიც.

რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ?

დეველოპერები ამბობენ, ორმ მოწყობილობა შექმნეს იმისთვის, რომ პროაქტიკულად ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლოს ქონდეს საკუთარი პერსონალური კომპიუტერი, რომელიც გამოადგება ჩვეულებრივი საოფისე საქმიანობისთვის და ასევე პროგრამირებისთვის. მისი მცირე ზომა, პორტების და პროტოკოლების არჩევანი საშუალებას აძლევს მომხმარებელს სისტემა ნებისმიერ გარემოში მოიხმაროს.

სისტემა შეგიძლიათ ნებისმიერ ტელევიზორს მიაერთოთ და დაწიყოთ პროგრამირების სწავლა, ბავშებისა და მოზარდებისთვის მსგავსი სისტემა ყველაზე კარგი დასაწყისია.

“ჩემი ოცნებაა, რომ სურვილი აღვუძრა ხალხს შეიძინონ კომპიუტერი, ხოლო შემდეგ შევაპარო პროგრამირება. აი რა დამემართა მე: მე ცდუნებით მაყიდინეს BBC Micro, ხოლო საბოლოო ჯამში გავხდი ინჟინერი-პროგრამისტი” – ამბობს Raspberry Pi-სის დამფუძნებელი ებენ აპტონი.

მოწყობილობა არც ისე მძლავრია, მაგრამ 4K ვიდეოს გაშვება მას უპრობლემოდ შეუძლია.

პანდემიის პირობებში Raspberry Pi 400 ძალიან პოპულარული გახდება, რადგანაც სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ბევრ მოზრდილსაც სახლიდან ან საველე პირობებში მუშაობისთვის ხელმისაწვდომი კომპიუტერი ჭირდება.

ტექნიკური მონაცემები:

  • ზოები: 286×122×23 მმ.
  • პროცესორი: 4-ბირთვიანი Broadcom BCM2711 (Cortex-A72), 1,8 გჰც.
  • მეხსიერება: 4 გბ ოპერატიული LPDDR4, microSD ბარათების სლოტი.
  • პორტები: 2×USB 3.0 Type-A, 1×USB 2.0 Type-A, 2×microHDMI, 40-პინიანი GPIO, Ethernet.
  • კავშირი: Wi-Fi 802.11ac, Bluetooth 5.0.

კლავიატურა ხელმისაწვდომია ექვს ვარიანტში, რომელთა შორისაა ბრიტანეთისთვის, ა.შ.შ-თვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, იტალიისთვის და ესპანეთისთვის. უახლოეს მომავალში დაემატება ნორვეგიული, შვდური, დანიური, პორტუგალიური და იაპონური ვერსიებიც. უბრალოდ თეთრი მოწყობილობის გარდა იგეგმება ნაცრისფერი და შავი ფერის მოდელების გამოშვებაც.

აპტონი თვლის, რომ ARM სრულიად საკმარისია სამაგიდო კომპიუტერისთვის და მიმდინარე პროექტი საკმაოდ გააფართოებს ARM პროცესორების გამოყენების შესაძლებლობას.

მუშაობის პროცესი

მიუხედავად ორიგინალური ფორმისა ის მაინც Raspberry Pi 4 4GB-ია და მას ანალოგიური შესაძლებლობები აქვს, გრადა იმისა, რომ ახალ მოწყობილობას არ აქვს CSI და DSI კონექტორები, რომელბიც ოფიციალური კამერისა და თაჩ-ეკრანის მიერთებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება ეკრანის კონექტორს, არც ისე დიდი დანაკარგია, თუმცა კამერის კონექტორის არქონა გულდასაწყვეტია მაინც.

GPIO კონექტორი უკანა პანელზეა მოთავსებული და ის სრულად ფუნქციონირებს.

საოპერაციო სისტემების არჩევანიც საკმაოდ მდიდარია და ერთ-ერთი მათგანია Ubuntu 20.10. დისტრიბუტივი უკვე ჩაწერილია SD ბარათზე და ახალი კომპიუტერის კომპლექტაციაში შედის. Ubuntu ბარათზე ინსტალატორია და პირველი გაშვებისას მომხამრებელს მოუწევს მინიმალური კონფიგურაციის შერჩევა, რის შემდეგადაც სისტემა ავტომატურად მოეწყობა და გაეშვება.

სისტემა მზად არის მუშაობისთვის და ფუნქციონირებისას არანაირ პრობლემას არ წარმოქმნი. ერთადერთი უსიამოვნო მომენტი არის ის, რომ Ubuntu ოდნავ ნელა მუშაობს ვიდრე Raspberry Pi OS, თუმცა შესაძლოა ეს მდგომარეობა დროთა გამნავლობაში განახლებებით გამოსწორდეს.

სისტემის მუშაობისას ტემპერატურა 30°C-ს არ ცდება და გაგრილების პასიური, მაგრამ ეფექტური სისტემა აქვს. მაქსიმალური ტემპერატურა, რომელიც სპეციალურად ტესტირებისთვის იქნა მიღწეული 52°C-ია. შეგახსენებთ, რომ სისტემას მუშაობა 85°C-მდე შეუძლია.

მინუსებიდან აღსანიშნავია ის, რომ სისტემა არაკომფორტულია დიდი ხელების მქონე ადამიანებისთვის. გარდა ამისა არ არის 8 გიგაბაიტიანი ვერსიაც.

არ არის შიგნით?

თუ დავშლით კლავიატურას აღმოვაჩენთ, რომ შიგნით ყველაფერი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. ერთადერი მინუსი არის ის, რომ განახლება შეუძლებელია, რადგანაც ელემენტების კონფიგურაცია და განთავსება განსხვავდება ორიგინალური Raspberry Pi-ს ფორმებისგან.

სისტემური ბლოკის გასახნელად გირჩევთ სპეციალიზირებული ინსტრუმენტები გამოიყენოთ და არა ჩვეულებრივი დანა – შესაძლოა კორპუსი დააზიანოთ.

დასკვნა

ეს არის პატარა, უნივერსალური სამაგიდო კომპიუტერი, რომელიც იდეალურად გამოგადგებათ საოფისე ამოცანებისთვის, დეველოპმენტისთვის და ბავშვების ტექნოლოგიური განვითარებისთვის. ამავდროულად მოწყობილობა გაცილებით იაფია ვიდრე საბაზისო ნოუთბუქი ან ქრომბუქი. კი რა თქმა უნდა შეგიძლიათ მეორადი კომპიუტერი იყიდოთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან მძლავრი სისტემა და ორიგინალურობითაც ჩამოუვარდება “ჟოლოს”.

დეველოპერებისთვის Raspberry Pi 400 – შესანიშნავი სისტემაა, განსაკუთრებით GPIO პორტის წყალობით. არა მხოლოდ მოზრდილები, პატარებიც სასკოლო ასაკიდან შეძლებენ ელექტრონიკის საფუძვლები შეიწავლონ.

წინა სტატიაახალი თაობის Apple MacBook Air, MacBook Pro და MacMini
შემდეგი სტატიარითია კარგი ახალი M1 ჩიპი და ღირს თუ არა ახალი მაკების შეძენა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი