13 ოქტომბერს კომპანია Canonical-მა გამოუშვა Ubuntu 16.10, რომელიც მორიგი შუალედური განახლება LTS რელიზებს შორის და ახალი შესაძლებლობების დემონსტაციასა და მათ შემდგომ დახვეწას ემსახურება.

უმთავრესი ცვლილებები

  • სისტემაში შესვლას დაემატა Unity 8-ის სატესტო სეანსი
  • Linux-ის ბირთვი 4.8 ვერსიამდე განახლდა
  • GNOME-ში შემავალი პროგრამების უმრავლესობა 3.20-მდე და ზოგიერთი 3.22-მდე განახლდა
  • systemd გამოიყენება სამომხმარებლო სეანსებისთვისაც
  • განახლებების მენეჯერი უკვე რეპოზიტორიების მიხედვით აჩვენებს ცვლილებებს
  • განახლდა სერვერული კომპონენტები: OpenStack Newton, qemu 2.6.1, libvirt 2.1, Open vSwitch 2.6
  • KDE 5.7, MATE 1.16, GNOME 3.20

სისტემის განახლება

პირველივე გაშვების შემდეგ გირჩევთ გააკეთოთ სისტემის სრული განახლება. ყველაზე მარტივად ამის გაკეთება შეგიძლიათ ტერმინალიდან (CTRL+ALT+T):

sudo apt update && sudo apt upgrade

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Dash მენიუდან განახლებების მენეჯერით.

პროპრიეტარული დრაივერების ჩართვა

თუ თქვენ Nvidia-ს ან AMD-ს ვიდეო ბარათი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ პროპრიეტარული დრაივერი, რომელიც თეორიულად გააუმჯობესებს სისტემის წარმადობას.

  1. გახსენით Dash მენიუდან სისტემის განახლების აპლიკაცია
  2. გადაით დამატებითი დარივერების ჩანართში
  3. მონიშნეთ თქვენთვის სასურველი დრაივერები სიიდან და შიყვანეთ პაროლი
  4. ინსტალაციის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება სისტემის გადატვირთვა

მულტიმედია კოდეკების დაყენება

ვიდეოსა და აუდიოს გაშვებისათვის Ubuntu-ს დაჭირდება პაკეტი ubuntu-restricted-extras. ამისათვის ტერმინალში (CTRL-ALT-T):

sudo apt install ubuntu-restricted-extras

დაყენებისას გამოვა ლიცენზიური შეთანხმების დიალოგური ფანჯარა სადაც დააჭირეთ TAB და შემდეგ ENTER.

ინტერფეისის პარამეტრები

Ubuntu-ში ინტერფეისის მართვისათვის გამოიყენება GNOME-ის უტილიტა gsettings, ასევე არის გრაფიკული ინერფეისის მქონე პროგრამა Dconf Editor, რომლის დაყენებისთვის გამოიყენეთ ტერმინალის ბრძანება

sudo apt install dconf-editor

Unity-ს პანელის მდებარეობის შეცვლა

სტანდარტულად პანელი მარცხნივ არის განთავსებული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი მდებარეობის შეცვლა ტერმინალის ბრძანებით:

gsettings set com.canonical.Unity.Launcher launcher-position Bottom

 რა თქმა უნდა შეგიძლიათ Bottom-ის ნაცვლად გამოიყენოთ ეკრანის სხვა მხარეებიც (Top, Left და Right)

ინტერფეისის მორგება

ინტერფეისის თემების შესაცვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა Unity Tweak Tool, რომლის დაყენებაც ხდება ტერმინალში შემდეგი ბრძანებით:

sudo apt install unity-tweak-tool

დამატებითი პროგრამების დაყენება

Ubuntu-ში შედის ყოველდღიური მოხმარების სტანდარტული პროგრამები, მაგრამ ეს ხშირად საკმარისი არ არის.

დამატებითი აპლიკაციების დასაყენებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Ubuntu-ს აპლიკაციების ცენტრი სადაც უფასო და თავისუფალი პროგრამებია წარმოდგენილი. მათ შორის:

  • GIMP – გრაფიკული რედაქტორი
  • Corebird – ტვიტერის კლიენტი
  • Thunderbird – ელფოსტის კლიენტი
  • VLC – ვიდეო და აუდიო ფლეერი
  • Chromium – Google Chrome-ის თავისუფალი რეალიზაცია
  • VirtualBox – ვირტუალიზაციის აპლიკაცია

სისტემის გაწმენდა

დროთა განმავლობაში Ubuntu (მსგავსად სხვა დისტრიბუტივებისა) აგროვებს სისტემისთვის უსარგებლო მონაცემებს, რომელთა წაშლაშიც დაგეხმარებათ აპლიკაცია BelachBit. გახსენით ტერმინალი და აკრიფეთ:

sudo apt-get install bleachbit

სტატია განკუთვნილია Linux-ის დამწყები მომხმარებლებისთვის

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here