2021 წლის 27 ივნისს ლინუს ტორვალდსმა Linux 5.13 ბირთვის სტაბილური რელიზი წარმოადგინა. გამოშვება გრაფიკთან შესაბამისობაში მოხდა, წინა სტაბილური რელიზიდან ორი თვის შემდეგ.

ახალ ვერსიაში წარმოდგენილია ცვლილებები, განახლებები და Apple M1 ჩიპების საწყისი მხარდაჭერა. ასევე არის INTEL-ისა და AMD-ს ახალი გრაფიკული პროცესორების მხარდაჭერაც. არის დამტებით Microsoft Surface ნოუთბუქებისა და RISC-V პროცესორების მხარდაჭერის გაუმჯობესებაც.

უმთავრესი ცვლილებები:

  • EROFS ფაილური სისტემის მხარდაჭერა (Enhanced Read-Only File System);
  • ახალი ფუნქციონალის მხარდაჭერა ფაილურ სისტემებში SMB3, ext4, exFAT და XFS;
  • netfs ბიბლიოთეკის მხარდაჭერა;
  • Intel-ის ჩიპებში რეალიზებულია გაგრილების სისტემის ახალი დრაივერი, რომელიც ტაქტურ სიხშირეს კრიტიკულ გადახურებამდე შეამცირებს.
  • დამატებულია MANA (Microsoft Azure Network Adapter) ქსელისი ადაპტერის მხარდაჭერა;
  • Generic USB Display-ს მხარდაჭერა ეკრანებისა და TV-ადაპტერებისათვის USB ინტერფეისზე;
  • უსაფრთხოების მიზნით შეწყდა /dev/kmem ფაილის მხარდაჭერა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ბირთვის მისამართების სივრცეზე სრული წვდომა;
  • წაშლილია WiMAX ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

წინა სტატიადიდ ბრიტანეთში Binance აკრძალეს
შემდეგი სტატიაApple-ის თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა ურჩევნიათ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი