Verge-ის ინფორმაციით ეფლის თანამშრომლების 1%-ზე მეტი ღიად აფიქსირებს სურვლის იმუშაოს დისტანციურ ან ჰიბრიდულ რეჟიმში. 1,5 ათასამდე დეველოპერს და ინჟინერს არ სურს დაბრუნდეს ოფისებში უახლოეს მომავალში. Apple-ის თნამშრომლები ასევე შიშობენ, რომ ზოგიერთი მათი კოლეგა შეიძლება წავიდეს სამსახურიდან, თუ მათ კომპანია ადგილზე მუშაობას აიძლულებს. გამოკითხულთა მესამედი (დაალ. 650 ადამიანი) აპირებს დატოვოს სამსახური კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც თანამშრომლების ოფისებში მალევე დაბრუნებას გულისხმობს.

კომპანიის შიდა Slack-ის არხზე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1749 აქტიურმა თანამშომელმა მიიღო, თუმცა კომპანიაში თითქმის 147 000 ადამიანი მუშაობს. რა თქმა უნდა მათ უმრავლესობას არ აქვს Apple-ის შიდა რესურსებთან წვდომა, რომ მიიღონ მონაწილეობა კომპანიის ცხოვრებაში ან არ იყვნენ ინფორმირებული გამოკითხვის შესახებ.

Verge განმარტავს, რომ ათასზე მეტი მონაწილის მიერ არასანქცირებულ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გამოცემა თვლის, რომ ეს მიუთითებს Apple-ის იერარქიული კულტურის ცვლილებას. აქამდე კომპანიის ბევრი თანამშრომელი თვლიდა, რომ მათი აზრი დისტანციური მუშაობის შესახებ კომპანიის ტოპ-მენეჯმენტში არავის აწუხებდა და ეს ახლაც ასეა, თუმცა მათ უკვე ყურადღების მიქცევა დაიწყეს თანამშრომლების აქტივობაზე და გაუგზავნეს მათ ვიდეო, რგოლი სადაც ჰიბრიდული სამუშაო მოდელის პლიუსებზეა საუბარი.

უცნობია Apple-ის ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ხელმძღვანელობა და მენეჯერები, რომლებიც პერსონალზე არიან პასუხისმგებელი თვლიან, რომ ოფისში ყოფნა და კოლეგებს შორის ურთიერთობა ახლა ყველაზე მეტად ჭირდება კოლექტივს Apple-ის განვითარებისთვის.

ივნისის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ სექტემბრიდან დააბრუნდებდა თანამშრომლებს ოფისებში. კომპანიამ შემდეგი ვარიანტი წარმოადგინა – სამი დღე ოფისში, მაგ. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და დანარჩენი ორი სახლიდან. ინჟინრები, რომლებსაც მეტი ხანი ჭირდებათ ერთად ყოფნა ოფისში 4-5 დღეც შეძლებენ მუშაობას.

ამ განცხადების შემდეგ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი შეეწინააღმდეგა ოფიში სამი დღით დაბრუნებას და მათი რაოდენობა ინნისში კიდევ უფრო გაიზარდა. მათ ერთობლივი წერილი მიწერეს ხელმძღვანელობას სადაც თხოვდნენ მათ, რომ ნება დაერთოთ თვითონ განესაზღვრათ სამუშაო გრაფიკი, მათ შორის ემუშავათ დისტანციურად იმდენი რამდენიც მათთვის იქნებოდა შესაძლებელი. თანამშრომლების ნაწილმა სამსახურიც კი მიატოვა კომპანიის განცხადების შემდეგ. დასაქმებულებს ურჩევნიათ იყონ უფრო თავისუფალი და ოჯახთან სიახლოვეში ვიდრე იყვნენ დამოკიდებული სამსახურზე და იქ გამგზავრებაში დრო დაკარგონ.

გასულ წელს Blind-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სილიკონის ველის თანამშრომლები გადაღლილი არიან დისტანციურად მუშაობით. მაისის ბოლოსკენ რაც კომპანიამ ვაქცინაციის ფონზე თანამშრომლების ოფისში დაბრუნება დაიწყო, ბევრი მათგანი წავიდა სამსახურიდან და განაცხადა, რომ ოფისში მუშაობის მომხრე ხელმძღვანელები უბრალოდ ისწრაფვიან უფრო მკაცრად აკონტროლონ შტატი. კომპანიები თავის მხრივ აცხადებენ, რომ ოფისში მუშაობა ძალიან მნიშვნლოვანია, რადგანაც დისტაციური მუშაობა კლავს თანამშრომლობასა და კორპორაციულ კულტურას. კომპანიის თანამშრომლები ამის წიანაღმდეგი არიან და “რემოუთს” ახალ ნორმად მიიჩნევენ. ადრე Twitter-მა და Facebook-მა განუცხადეს თანამშრომლებს, რომ შეუძლიათ სახლიდან იმუშაონ იმდენი ხანი რამდენიც უნდათ, თუნდაც პანდემიის დასრულების შემდეგაც.

წინა სტატიაLinux 5.13 – Apple Silicon, Surface ლეპტოპების და RISC-V არქიტექტურის უკეთესი მხარდაჭერით გამოვიდა
შემდეგი სტატიაTSMC: Apple და Intel მალე 3 ნანომეტრიან პროცესორებს გამოუშვებენ.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი