Lenovo აფართოებს ლინუქსის მხარდაჭერის პროგრამას სამომხმარებლო მოწყობილობებზე. კომპანიამ მოახდინა Ubuntu 20.04 დისტრიბუტივის სერტიფიცირება ThinkPad P,X,X1,L სერიის ნოუთბუქებზე და ThinkStation სამუშაო სადგურებზე.

Canonical-მა დაადასტურა თანამშრომლობის ფაქტი თითქმის სამი ათეული მოწყობილობაზე, რომლებიც Linux-ის მხარდაჭერას მიიღებენ. ThinkPad და ThinkStation კომპიუტერებზე იქნება Ubuntu 2.04 LTS (Focal Fossa) დისტრიბუტივის OEM ვერსია დაყენებული.

Canonical-მა განმარტა, რომ დაყენებული დისტრიბუტივი შეიცავს სრულყოფილი მუშაობისთვის განკუთვნილ ყველა დრაივერს, მათ შორის NVIDIA-ს ვიდეო ბარათების და Wi-Fi მოდულების დრაივერებს. მთავარ პაკეტში იქნება Ruby 2.7, Python 3.8 и GCC 9.3. სისტემაში არის გაფორმების თემების დიდი არჩევანი, ასევე ინტერფეისის ბნელი და ნათელი რეჟიმების მხარდაჭერა. მომხმარებლები მიიღებენ პოპულარულ აპლიკაციებზე წვდომას Snap Store-დან მიიღებენ და შეძლებენ დააყენონ Spotify, Plex, Slack, Visual Studio Code, JetBrains და სხვ.

მოწყობილობების ჩამონათვალი:

Lenovo ThinkPad серий T14 (Intel და AMD), T14s (Intel და AMD), T15p, T15, X13 (Intel და AMD), X13 Yoga, X1 Extreme Gen 3, X1 Carbon Gen 8, X1 Yoga Gen 5, L14, L15, P15s, P15v, P15, P17, P14s, P1 Gen 3.

Lenovo ThinkStation P340, P340 Tiny, P520c, P520, P620, P720, P920.

Lenovo განახორციელებს ყველა საჭირო სამომხმარებლო ტექნიკურ მხარდაჭერას და გადაწყვეტს ლინუქსის პრობლემებს მხარდაჭერილ მოწყობილობებზე.

წინა სტატიაAmazon ღრუბლოვანი გეიმინგის სერვისს გაუშვებს
შემდეგი სტატიაAmazon-მა უსაფრთხოების მფრინავი კამერა წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი