ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა სახლში კამერების დაყენება, რომლებიც მასპინძლის არყოფნისას ვიდეო ჩაწერას აწარმოებს. რა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ დიდი სახლი გვაქვს? გამოსავალი რამოდენიმე კამერაა, თუმცა კომპანია Ring-მა უფრო საინტერესო გადაწყვეტილება შემოგვთავაზა. მფრინავი კამერა, რომელიც Amazon-ის შვილობილმა შექმნა სახლში პატრულირებს სრულიად ავტონომიურ რეჟიმში.

Ring Always Home Cam კამერით აღჭურვილი დრონია. მას პატარა დოკ სადგური აქვს რომლიდანაც იმუხტება. პირველი გაშვებისას მოწყობილობა მთელს სახლს დაასკანირებს და მის რუკას შექმნის. ამის შემდეგ მომხამრებელს შეუძლია შექმნას ტერიტორიის პატრულირების მარშრუტი. დრონს შეუძლია მითითებულ დროს ან სიგანლიზაციის ამოქმედებისას გაფრენა.

მარშრუტის შემოფრენის შემდეგ დრონი დოკ სადგურს დასამუხტად უბრუნდება. გადაღება მხოლოდ ფრენის რეჟიმში მიმდინარეობს. უპიოტო აპარატს აქვს შეჯახებისგან დაცვის სისტემა და მას დახურული პროპელერები აქვს. ამის წყალობით ის დავარდნისას არ დაზიანდება და პროპელერების ფრთებით ტრავმას არ მიაყენებს შინაურ ცხოველებს.

Always Home Cam მძარცველის აღმოჩენის შემთხვვაში ან ნებისმიერი სხვა საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში ავტომატურად იწყებს ვიდეო ტრანსლაციას მომხმარებლის სმარტფონზე.

სიახლე 2021 წელს შემოვა გაყიდვაში და $250 ეღირება.

წინა სტატიაLenovo და Canonical-მა გადაწყვიტეს, რომ ThinkPad და ThinkStation პროდუქტები Ubuntu-ს მხარდაჭერით გამოვიდეს
შემდეგი სტატიაEpic Games-ის არგუმენტებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს მოსამართლეზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი