Amazon AWS Graviton 3 – მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ARM პროცესორია.

Graviton 3 არის 64 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი, რომელიც ARM-ის ახალი “Perseus” Neoverse N2 არქიტექტურაზეა აწყობილი. მისი ტაქტური სიხშირეა 2.6 გიგაჰერცი, SoC რეკორდული რაოდენობის 55 მილიარდ ტრანზისტორს შეიცავს და მუშაობს DDR5 მეხსიერებაზე. ჩიპსეტის გამტარუნარიანობა 300 გიგაბიტამდეა წამში.

ამჯერად შემქმნელებმა თითოეული ბირთვის გაუმჯობესებაზე ფოკუსირდნენ. ახალი პროცესორი საშუალოდ 25%-ით სწრაფია წინამორბეზე და ორჯერ აღემატება კრიპტოგრაფიულ და მცურავი მძიმით ოპერაციების შესრულებაში. მანქანური დასწავლის ამოცანებში Graviton 2-თან შედარებით წარმადობა გასამმაგდა.

გარდა ამისა იგივე მოცულობის გამოთვლებისთვის ახალი პროცესორები 60%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. გათვალისწინებულია უსაფრთხოებაც: AWS Graviton 3-ში ჩაშენებული შიფრაციის სისტემაა, რომელიც მეხსიერების მისამართებს დაიცავს.

Amazon Web Services – ეს არის კომერციული საჯარო ღრუბელია, რომელიც ფართო სპექტრის სერვისებს უზრუნველყოფს. მსოფლიოში ცნობილი ინტერნეტ სერვისების დიდი ნაწილი მისი სერვერული სიმძლავრეებით სარგებლობს.

მაგალითისთვის AWS Graviton 2-ზე დაფუძნებულ სერვერებს იყენებს Snap Inc, რომელიც ცნობილი სოციალური ქსელის Snapchat-ის მფლობელია. სერვისით აქტიურად სარგებლობს Netflix, რომელმაც Java აპლიკაციების წარმადობა 50%-ით გაზარდა ახალი პროცესორების წყალობით. შეიმჩნევა უფრო მეტი კომპანიების დაინტერესება და მიგრაცია ARM სერვერებზე, რადგანაც მათი გამოყენება გარკვეულ სიტუაციაში უფრო იაფია და მეტ შესაძლებლობებს გვაძლევს.

ახალი ინსტანსები Amazon EC2 C7g უფრო სწრაფი DDR5 მეხსიერებით ეფექტურია ისეთ ამოცანებში, როგორიცაა ინტენსიური გამოთვლები, მულტიმედია კოდირება, ელექტრონული მოწოყბილობების პროექტირება, სამეცნიერო მოდელირება და ავტომატიზაცია.

წინა სტატიაIPhone 12 და 13-ის მფლობელები უჩივიან iOS 15-ს. ის არღვევს მანქანის Bluetooth კავშირს
შემდეგი სტატიაგამოჩნდა AirPods-ის პროტოტიპის ფოტო ოფიციალური გამჭვირვალე კორპუსში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი