Adobe-მა ARM კომპიუტერებისთვის Lightroom გამოუშვა, რომელიც Windows და macOS საოპერაციო სისტემებზე გახდა ხელმისაწვდომი. პროდუქტი განკუთვნილია Apple M1 და Qualcomm-ის პროცესორებზე დაფუძნებული მოწყობილობებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ნეითივ აპლიკაციის გამოსვლა, რადგანაც ის ოპტიმიზებულია კონკრეტული პლატფორმისთვის და მუშაობს უკეთესად ვიდრე ემულაციის რეჟიმშ გაშვებული x86 ვარიანტი. Adobe აცხადებს, რომ რეგულარუად განაახლებს ახალი ფუნქციონალით და უკეთესი სტაბილიზაციისთვის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინა Adobe-მა უკვე გამოუშვა Photoshop-ის ARM ვერსია, რომელშიც ჯერ-ჯერობით არ არის სრული ფუნქციონალი, თუმცა განახლებები ხშირად გამოდის და მალე სტაბილურ რელიზსაც ვიხილავთ.

Photoshop და Lightroom ყველაზე პოპულარული აპლიკაციებია Adobe-ის კრეატიული აპლიკაციებიდან და გასაკვირიც არ არის, რომ პირველ რიგში კომპანიამ მათი პორტირებით დაწიყო. მომავალში სხვა პროდუქტებიც გახდება ახალ პლატფორმებზე ხელმისაწვდომი.

წინა სტატიაAMD ახალ ARM პროცესორზე მუშაობს, რომელიც Apple M1-ის კონკურენტი იქნება
შემდეგი სტატიაApple AirPods Max

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი